FM97.5 / LIVE

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.11.2017
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

წმინდა გიორგი საქართველოს მეოხი და მფარველი წმინდანია. ისტორიიდან ცნობილია, თუ როგორ იბრძოდა წმინდა გიორგი ხილულად ქართველთა ლაშქარში დიდგორისა და ბახტრიონის ბრძოლებში. საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმინდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან და საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.

23 ნოემბერს აღინიშნება წმინდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმინდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმინდა ნინო ნათესავი იყო წმინდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს ცნობილია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების საოცარი ისტორია: როდესაც პირველ დღეს ნაწამები წმინდა გიორგი მეორე დღეს ისევ წარუდგინეს იმპერატორ დიოკლეტიანეს, წმინდანმა მას მუქარის საპასუხოდ მიუგო: „უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული“. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმინდანმა ჯერ ხმამაღლა აღუვლინა ლოცვა უფალს, შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლით მოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს

[sknews.ge]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
დღეს გიორგობაა
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო  გიორგობას აღნიშნავს