FM97.5 / LIVE

ახალციხის მერს 3 მოადგილე, 1 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 1 კონსულტანტი ეყოლება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 22.11.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტში საშტატო ნუსხასა და ხელშეკრულებით ასაყვანი თანამშრომლების პოზიციებს ადგენენ. უკვე ცნობილია, რომ მერს სამი მოადგილე, ერთი თანაშემწე, ორი მრჩეველი და ერთი კონსულტანტი ეყოლება. გარდა ამისა, ექვსი წარმომადგენელი ეყოლება ქალაქში.

ახალციხის მერს 3 მოადგილე, 1 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 1 კონსულტანტი ეყოლება

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 22 ნოემბერს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

დღეს გაირკვა, რომ ახალციხის საკრებულო აპარატისთვის ორ თანამშრომელს ხელშეკრულებით აიყვანს და ამ სამსახურს ორი ხელშეკრულებით აყვანილი, 12 კი შტატიანი თანამშრომელი ეყოლება.

გარდა ამისა, შეცვალა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მერიაში 115 შტატიანი და 48 ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი უნდა ყოფილიყო და მერიას, შტატით 113, ხელშეკრულებით კი 51 თანამშრომელი ეყოლება.

„ხელშეკრულებით აყვანილი პირები მერიაში ტექნიკურ საკითხებზე იმუშავებენ.ერთ–ერთი მათგანი არქივში თანაშემწე იქნება, დიდი არქივი დაგროვდა და ერთი ადამიანი ვერ მოერევა“, – განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

საკრებულოს უმცირესობა ფიქრობს, რომ მერია შტატებს ბერავს და ამით არ მართლდება გადაწყვეტილება ქალაქის და თემის გაერთიანებაზე, რომლის მთავარ არგუმენტად ხარჯების დაზოგვა დასახელდა.

„მაგალითად, მერს ქალაქში ექვსი წარმომადგენელი ეყოლება, არ მესმის რა საჭიროა ამდენი. ასევე, სამი მოადგილის გარდა, ეყოლება მრჩევლები და კონსულტანტები საბუღალტრო და ინფრასტრუქტურის საკითხებში. რა საჭიროა ეს, როდესაც შესაბამისი სამსახურები მერიაში ისეც არსებობს?! ალბათ „ოცნების“ აქტივისტები დასასაქმებელი ჰყავთ და შტატებს ბერავენ“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გელა დემეტრაძე.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ ეფექტური მუშაობისათვის ამ შტატების დაშვება აუცილებელია. ეფექტური მუშაობის აუცილებლობით ხსნის იგი ქალაქში ექვსი წარმომადგენლის დანიშვნას: „ქალაქში უნდა მოხდეს ყველა სფეროს ეფექტურად მართვა და მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი უნდა გვქონდეს, სწორედ ამ მიზნით იმუშავებს ეს ექვსი წარმომადგენელი. მრჩევლებისა და კონსულტანტების დანიშვნა კანონით არის გაწერილი და ისინი თავიან სფეროებში ღრმად და ეფექტურად იმუშავებენ“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საშტატო ნუსხის მიხედვით ახალციხის მერიას 115 თანამშრომელი ეყოლება
ახალციხის საკრებულომ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა
მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა
ახალციხის მერია ხელშეკრულებით ოპერატორს აიყვანს
ახალციხის მერიაში ხელშეკრულებით ასაყვანი 11 თანამშრომლიდან ხუთი დაასაქმეს
ახალციხის მერია შტატებს ამცირებს
ახალციხის მერიაში უსამსახუროდ 22 თანამშრომელი დარჩება