FM97.5 / LIVE

ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.11.2017
ახალციხის მერიაში საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს გელა ლომიძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე გამგეობის იგივე სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა

ახალციხის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ, ახალციხის საკრებულომ დღეს, 22 ნოემბერს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსად გელა ლომიძე დაინიშნა. ლომიძე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამავე სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ახლა მუნიციპალიტეტი თითქმის პარალიზებულია, რადგან სახვადასხვა ფინანსური თუ სხვა ოპერაციები ვერ ხორციელდება. გარდა ამისა, 2018 წლის ბიუჯეტზეა სამუშაო და საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის დანიშვნა აუცილებელი იყო“, – განაცხადა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

ამ ეტაპზე მერიაში სხვა სამსახურების ხელმძღვანელები არ დანიშნულან, ასევე, ჯერ უცნობია სხვა საკადრო ცვლილებების შესახებ.

დღეს ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ მერიაში იურიდიული და ადმინისტრაციული სამსახურები გაერთიანდება და ერთ სამსახურად ჩამოყალიბდება. დღესვე დეპუტატებმა ამ სამსახურის დებულების დამტკიცებას უყარეს კენჭი. ამ დროისათვის არც ამ სამსახურს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა
ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
ახალქალაქის მერია საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსს კონკურსით შეარჩევს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
ახალციხის მერიაში 51 მოხელე დაინიშნა
საფინანსო სამსახური: ფორსმაჟორულ ვითარებაში ვმუშაობთ
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს