FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 21.11.2017
ბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომის მიმდინარეობისას პოლიციაში დეპუტატის მიერ შესულ შეტყობინებაზე ძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო

ბორჯომის საკრებულოში პირველ სხდომაზე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიცია გამოიძახეს, მედიისთვის ცნობილი დარბაზში დეპუტატის მიერ ბოთლის სროლის ფაქტის შემდეგ გახდა.

ბოთლი "ოცნების" დეპუტატმა ოთარ არბოლაშვილმა „ლეიბორისტების“ დეპუტატს გიორგი გიუაშვილს სხდომის მიმდინარეობისას ესროლა. გიუაშვილმა პოლიციაში დარეკა: „როცა ვითარება ისე დაიძაბა რომ სიუტიაცია უმართავი იყო, პოლიციაში დავრეკე“.

ამავე დროს პოლიციაში შეტყობინება „ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კვირკველიას მხრიდანაც შევიდა.

„არ მახსოვს ზუსტად პოლიციაში რა დროს დავრეკე, მაგრამ როცა გიუაშვილის მხრიდან ჩემი მისამართით ნათქვამი მუქარად აღვიქვი, გადავწყვიტე, რომ სამართალდამცავებისთვის შემეტყობინებინა“, – აცხადებს კვირვკელია.

გიუაშვილი აცხადებს, რომ იგი არავის დამუქრებია.

„ვითარება როცა დაიძაბა, უბრალოდ ვთქვი, რა უნდა ვქნათ, უნდა ვიჩხუბოთ თუ იარაღი უნდა ვისროლოთ, დაწყნარდით–მეთქი. სულ ეს იყო, ალბათ პოლიცია ამას იძიებს“, – ამბობს იგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მათ ძიება ბორჯომის საკრებულოდან, გუშინ 20 ნოემბერს შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

ამ დრომდე გიუაშვილი პოლიციას არ დაუკითხავს. კვირკველიამ კი ბორჯომის რაიონული სამმართველო რამდენიმე საათის წინ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომა დაახლოებით 9 საათის განმავლობაში, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.09.2020 ბორჯომის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

30.09.2020 რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები

29.09.2020 ‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

29.09.2020 ახალქალაქში ადგილობრივები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
რას იძიებს პოლიცია ბორჯომის საკრებულოში
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]