FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2017
"ოცნების" დეპუტატმა ოთარ არბოლაშვილმა „ლეიბორისტების“ დეპუტატს გიორგი გიუაშვილს საკრებულოს სხდომაზე ბოთლი ესროლა. საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს.

ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ბორჯომში საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოთარ არბოლიშვილი "პატრიოტთა ალიანსისის" დეპუტატს ზაზა ჩაჩანიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. არბოლიშვილის თქმით, "ზაზა ჩაჩანიძე როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო სოციალურ პაკეტებს თავის თავზე ირგებდა".

"მაშინ სად იყო გიორგი გიუაშვილი, ამას რატომ არ აკრიტიკებდა?!" – იკითხა არბოლიშვილმა და გიუაშვილს წყლის ბოთლი ესროლა.

საკრებულოში გიუაშვილმა პოლიცია გამოიძახა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.



მეექვსე საათია ბორჯომის საკრებულოში პირველი სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ნოემბერს ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია დღის წესრიგში ერთი საკითხის დამატებას, კომისიების თავმდჯომარეების არჩევას ითხოვდა. დეპუტატები ამაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამის შემდეგ დავის მიზეზი სამანდატო კომისიის არჩევის წესი გახდა. რის შედეგადაც "ოცნებამ" სხდომა დატოვა.

სხდომაზე დაძაბული ვითარების გამო საკრებულოს დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ. ამიტომ მერიაში სასწრაფო გამოიძახეს, ერთ–ერთი მათგანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს. საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა. ბორჯომი რეგიონში ის გამონაკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდანაა.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 ‘პლაქვენილი ამოღებულია პროტოკოლიდან’ - მაკა სოლოღაშვილი

26.05.2020 ძაღლი რომელმაც ახალციხეში ბავშვები დაკბინა დაიჭირეს

26.05.2020 ბორჯომში ისტორიული ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბორჯომის საკრებულოს უხუცესი წევრი შეუძლოდ გახდა
ბორჯომის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება [Video]
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია
ლევან დევიძე: „ბორჯომის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო“