FM97.5 / LIVE

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე, მის მოადგილედ კი ბესიკ ბერიძე აირჩია. ორივე მათგანი ‘ქართული ოცნების’ დეპუტატია.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ისევე როგორც თავმჯდომარის, ასევე მოადგილის კანდიდატურები მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაასახელეს. თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე, მის მოადგილედ კი ბესიკ ბერიძე დასახელდა.

ორივე მათგანმა საკრებულოს სრული მხარდაჭერა მოიპოვა. მელიქიძესაც და ბერიძესაც მხარი საკრებულოს 27–ვე დეპუტატმა დაუჭირა.

მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ბესიკ ბერიძე კი ამავე მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობდა.

მათ საკრებულოს სრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და დეპუტატებს დაპირდნენ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ასპინძის მუნიციპალიტეტის წინ სვლის მიზნით თავდაუზოგავად იმუშავებენ.

„ამ საკრებულოში ოპოზიციის გვერდითაც ვიქნები. მომავალ წლებში ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა სხდომაზე მამუკა მელიქიძემ.

შეგახსენებთ, ასპინძის საკრებულოში, 27 დეპუტატიდან, 22 „ქართული ოცნებიდან“, 5 კი ოპოზიციური პარტიებიდან იქნება. ხუთივე მათგანი საკრებულოში პროპორციული წესით მოხვდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიესბესიკ ბერიძე

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე აირჩიეს



ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ვინ არის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე
ვინ არიან ასპინძის საკრებულოს დეპუტატები
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს
როგორ კომპლქტდება საკრებულო ასპინძაში
ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა