FM97.5 / LIVE

10 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

მთავარი 14.05.2013
ექსპერტიზამ, ერთი თვის შემდეგ, ათი წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი დაადგინა.

10 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
29 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი აღმოჩნდა, რაც არასწორად გაკეთებულმა ნემსმა გამოიწვია.

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ ოჯახის წევრებმა ბავშვს ნემსი არასწორად გაუკეთეს: ”ანტიბიოტიკი გაუკეთეს, გახდა ცუდად და საავადმყოფოში მოყვანა ვეღარ მოასწრეს. ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა და რაღაცა რაციოცეფი სწორედ ამ მიზეზით გაუკეთეს. ბავშვი ამ ნემსის გაკეთების გამო გარდაიცვალა”.

”სამხრეთის კარიბჭე” გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე ესაუბრა. მაშინ ბებიამ და დედამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ მომხდარში არავის ადანაშაულებდნენ: ”არც ბავშვის ექიმთან გვაქვს რაიმე პრეტენზია”.

იმ პერიოდში ბავშვის ავადმყოფობის გამო ოჯახს ექიმისთვის არ მიუმართავს.

”სამსახურიდან მივლინებით ვიყავი ქალაქიდან გასული. მართლა არაფერი ვიცი ბავშვს რა სჭირდა, ან რა გაუკეთეს და რატომ”, - ამბობს ექიმი და ამატებს, რომ გარდაცვლილს ძალიან ყურადღებიანი ბებია ჰყავს.

მომხდარის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს. დასკვნაზე მუშაობა, რომელიც გამოძიებას უნდა წარედგინოს, მერაბიშვილმა დღეს დაასრულა.

”ყველა საბუთს კიდევ ერთხელ გავგზავნი თბილისში კომისიურ ექსპერტიზაზე, პასუხი იქიდანაც იგივე მოვა”, - გვითხრა მერაბიშვილმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ვერც მეზობლები ამბობენ
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
8 წლის ბავშვის სიკვდილში ოჯახი ექიმს ადანაშაულებს
ავარიისას დაშავებულ ცხრა წლის ბიჭს ოპერაცია გაუკეთეს
ახალციხეში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა
რითი გარდაიცვალა 31 წლის ქალი ახალციხეში – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ხანძრის შედეგად დამწვარი 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა