სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.11.2017
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლაში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები სწავლობენ შარლ პეროს ნაწარმოების, „კონკიას“ მიხედვით წარმოდგენა დაიდგა.

შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს
სპექტაკლი, დღეს 17 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართა. მასში მეშვიდე საჯარო სკოლის მეხუთე და მეცხრე კლასის, ასევე პირველი და მეხუთე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული სპექტაკლი პროექტის „თეატრი და ბავშვების“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.

„ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სახის გაკვეთილები ჩავატარეთ, გვქონდა გასვლები სკოლის გარეთ. მესხეთის დრამატულ და თოჯინების თეატრებს ვეწვიეთ. ვქმნიდით დეკორაციებს და ვემზადებოდით საფინალო ღონისძიებისათვის“, – ამბობს მეშვიდე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა კაზაროვი.

მოსწავლეებს წარმოდგენის გამართვაში თოჯინების თეატრის მსახიობები, მესხეთის სახელმწიფო თეატრის, ასევე პროფესიული სასწავლებლის „ოპიზარის“ თანამშრომლები დაეხმარნენ.

სკოლის დირექტორის ლალი კარკაძის განცხადებით, შესაძლოა აღნიშნული წარმოდგენა თოჯინების თეატრშიც გაიმართოს: „გვინდა რომ ეს სპექტაკლი უფრო ფართო საზოგადოებამ ნახოს“.

შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

თოჯინების თეატრის წარმოდგენა 'ახალციხის ციხეზე'
თოჯინების თეატრი კვირას წარმოდგენას გამართავს
ინგლისურენოვანი სპექტაკლი  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით
„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
ვარხნის სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი მესხეთის თეატრში [Photo]
'ძალად ექიმი'–  ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
სპექტაკლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილეობით [Photo]