სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

„საქართველოს ბანკს“ ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო

მთავარისიახლე, სამართალი 18.11.2017
„საქართველოს ბანკიდან“ მეუღლის ანგარიშის მომსახურების გამო გათავისუფლებულ თანამშრომელს სასამართლომ ადმინისტრაციული სარჩელი სრულად დაუკმაყოფილა.

„საქართველოს ბანკს“ ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
„საქართველოს ბანკის“ ახალციხის ფილიალში ფიზიკური პირების ბანკირი ნინო ტაბატაძე სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

ტაბატაძე სამსახურიდან 5 სექტემბერს გაათავისუფლეს, იმ მიზეზით, რომ მან 19 ივნისს ბანკის კლიენტის ანგარიშიდან თანხა მისი მეუღლის ანგარიშზე გადარიცხა. აღნიშნული ოპერაცია დისტანციურად განახორციელა.

„ჩემი მეუღლის სამსახურში ბუღალტერს, რომელიც ჩვენი ბანკის მუდმივი კლიენტია, ბარათი ჰქონდა დაკარგული, ამ ბარათიდან კი თანხა სასწრაფოდ უნდა გამოეტანა, რადგან სამსახურში ეს ფული სჭრიდებოდათ. დამირეკა და დახმარება მთხოვა, თავის ანგარიშზე წვდომა მომცა, შევედი და 180 ლარი ჩემი მეუღლის ანგარიშზე გადავრიცხე“, – ამბობს ნინო ტაბატაძე.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ აღნიშნულ მომხმარებელს ენდობოდა, იგი ბანკის მუდმივი კლიენტი იყო და არც თანხის ოდენობა იყო დიდი, ოპერაცია დაუფიქრებლად განახორციელა: „რა თქმა უნდა ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრს არ უნდა მოვემსახურო და ეს დარღვევაა, მაგრამ რადგან გადარიცხვა დისტანციურად განვახორციელე და ჩემი მეუღლე ჩემს წინ არ იჯდა, უცებ ვერ გავიაზრე, რომ თანხას მის ანგარიშზე ვრიცხავდი“.

ამ ოპერაციის განხორციელების შემდეგ ბანკმა შიდა მოკვლევა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ტაბატაძეს სამსახურში არანაირი შენიშვნა, საყვედური, ან გაფრთხილება მიღებული არ ჰქონდა, მის მიერ მეუღლის ანგარიშის მომსახურება ‘საქართველოს ბანკმა’ უხეშ დარღვევად მიიჩნია და შიდა მოკვლევის დასრულების თანავე ტაბატაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

„საქართველოს ბანკის“ შესაგებელში ვკითხულობთ რომ ტაბატაძის მიერ დარღვეული იქნა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკა“. ასევე ტრანზაქცია შესრულებულ იქნა პირის სერვის ცენტრში უშუალოდ გამოცხადების გარეშე.

„ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის“ დოკუმენტის მიხედვით კი დაუშვებელია თანამშრომლისთვის ისეთი პერსონალური ტრანზაქციის განხორციელება, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ბანკის კეთილდღეობასა და მის რეპუტაციას, ასევე უპირატესობას ანიჭებს მასთან დაკავშირებულ პირებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, ან თანამშრომლებს. გარდა ამისა, შინაგანაწესის მიხედვით, ბანკის თანამშრომელმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სხვისი კონფიდენციალური ინფორმაცია, ასევე არ უნდა დაუშვას არასაჯარო ინფორმაციის ბანკიდან გატანა.

„შრომის კოდექსის პირველი ნაწილის ზ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშკერულებით, ან კოლექტიური ხელშკერულებით, ან და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა“, – ვკითხულობთ „საქართველოს ბანკის“ შესაგებელში.

უხეშ დარღვევად არ მიიჩნია ტაბატაძის მიერ შესრულებული ოპერაცია, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნათია მერაბიშვილმა: „ეს დარღვევა არ იყო იმ ხარისხის, რომ უალტერნატივოდ გათავისუფლებულიყო ტაბატაძე სამსახურიდან“, – განაცხადა მან სასამართლო დარბაზში.

მოსამართლის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა: „ეს შეიძლება მაშინ გამოიყენო, როცა სხვა უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი ეკარგება“.

აქედან გამომდინარე, მოსამართლემ ტაბატაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, მან ბათილად ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 5 სექტემბერს დაწერილი ბრძანება, ასევე „საქართველოს ბანკს“ დაავალა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა.

გაასაჩივრებს თუ არა „საქართველოს ბანკის“ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას უცნობია. მისმა წარმომადგენელმა ნანა ნატროშვილმა სასამართლო დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა.

ნათია მერაბიშვილმა ნინო ტაბატაძის ადმინისტრაციულ სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს, 17 ნომებერს გამოაცხადა. ტაბატაძემ სარჩელი სასამართლოში 5 ოქტომბერს შეიტანა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2017 სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

11.12.2017 სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს

11.12.2017 შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

10.12.2017 ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აქციები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოც მოუგო
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო საბოლოოდ მოუგო