"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხეში ”თამარობა” იზეიმეს

მთავარი 14.05.2013
14 მაისს, ”თამარობას”, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში მდგარი თამარ მეფის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. დღის მეორე ნახევარში კი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ამ დღის აღსანიშნავი კონცერტი მოეწყო

ახალციხეში ”თამარობა” იზეიმეს
”თამარობის” დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 000 ლარი გამოიყო.

”წელს განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე, უფრო მასშტაბური ღონისძიებაა და მეტი კოლექტივი მონაწილეობს. კონცერტზე, ჩვენი მხრიდან, სამი ანსამბლი მონაწილეობდა: კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ანსამბლები ”მესხეთი” და ”შავლეგო” და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული ”თამარიონი”. ორ-ორი სიმღერით წარვსდექით მაყურებლის წინაშე”, - ამბობს ანსამბლების ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი.

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ადიგენის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული არტისტი ზაზა ნიკოლაიშვილი და სახალხო მთქმელი და პოეტი ვასილ კვინცხაძე.

კონცერტი უფასო იყო და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ახალციხეში ”თამარობა” იზეიმეს
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


20.04.2017 განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

20.04.2017 ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’

20.04.2017 არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

19.04.2017 ‘ნებისმიერი სისტემა, რომელიც იმუქრება, ეფექტური არ არის’ – ჯეჯელავა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2017 პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

21.04.2017 როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება

21.04.2017 საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

21.04.2017 დღეს პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

14.04.2017 'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

10.04.2017 ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]

მსგავს თემაზე

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით გაგრძელდა
ახალციხეში ”თამარობისთვის” ემზადებიან
ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს
ახალციხეში 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს
ანსამბლმა 'თამარიონმა' 20 წლის იუბილე იზეიმა
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ჰიმნით დასრულდა