FM97.5 / LIVE

პროკურატურამ პოლიციაში ახალგაზრდა მამაკაცის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 16.11.2017
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცის პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება დაიწყო.

პროკურატურამ პოლიციაში ახალგაზრდა მამაკაცის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„მამამ მოგვმართა, ასევე პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია ამის შესახებ და გამოძიება დავიწყეთ. დანიშნულია ექსპერტიზაც“, – აცხადებენ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატის ეკა აბაშიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელების მიერ შესაძლო ცემის ფაქტზე უკვე დაიკითხა.

შეგახსენებთ რომ ბრალდებული გ.კ. პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. როგორც იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს მას ფიზიკურად ახალციხის რაიონულ სამმართველოში გაუსწორდნენ. ბრალდებული ირწმუნება, რომ ყველას ამოცნობა შეუძლია ვინც მას დაარტყა. გ.კ–ს თქმით, სწორედ ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დასჭირდა მას საავადმყოფოში გადაყვანა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ გ.კ. ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად 9 ნოემბერს ახალციხეში, საბარგო სადგურზე, თურქულ ბართან დააკავეს. მას პოლიცია ჯერ სამართალდამცავების მიერ კანონიერი მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, რის გამოც 10–დღიანი ადმინსიტრაიული პატიმრობა შეეფარდა. მომხდარიდან სამი დღის შემდეგ კი თურქულ ბარში ხულიგნობის ბრალდებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

17.09.2018 ახალციხის სკოლებში 368 პირველკლასელი მიიღეს [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2018 გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ

18.09.2018 ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]

18.09.2018 ‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება

18.09.2018 ახალციხეში ‘სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობის’ კვირეული დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენის აპარატი ახალგაზრდის პოლიციაში შესაძლო ცემის საქმეს სწავლობს
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
ქურდობებისა და პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტებზე ძიება დაიწყო
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბრალდებული : „ავთანდილ გალდავა  მირტყამდა, ტუჩებიდან სისხლი მომდიოდა“
ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულების შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს