სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საიამ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა

მთავარისიახლე, არჩევნები 15.11.2017
რა ძირითადი დარღვევები გამოიკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში და რამდენად იყო საარჩევნო გარემო კონკურენტუნარიანი.საიას გორის ოფისმა მონიტორინგის შედეგები შეაჯამა.

საიამ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა
საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა ისაუბრა, როგორც არჩევნების დღეს გამოვლენილ დაღვევებზე, ასევე მის შემდგომ პერიოდზეც. მისი თქმით, არჩევნების დღეს, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის, ძალიან ბევრი ფაქტი იქნა გამოვლენილი.

„საარჩევნო სუბიექტებისა და ზოგიერთი სადამკვირვებელო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ, ხდებოდა სამაგიდო სიის კონტროლი, არჩევნებზე მისული ამომრჩევლების გამოვლენის თავლსაზრისით“, – ამბობს ბებიაშვილი.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ მოწმდებოდა პირადობის მოწმობები: „გარდა აღნიშნულისა, გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის ნაკლოვანება იქნა გამოვლენილი, სამწუხაროდ ძალიან ბევრ ამომრჩეველთან ვერ მივიდა საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი“.

მისი თქმით, დავების განხილვის დროს ადმისტრაციული წარმოება სათანადო წესით არ ჩატარდა: „საჩივრების განხილვა არ მომხდარა დადგენილი პროცედურების დაცვით. სამწუხაროდ ასევე უნდა აღნიშნოს, რომ სასამართლო დავის ეტაპზე სასამართლომ ბევრი საჩივარი არ დააკმაყოფილა, იმ არგუმენტით, რომ შემაჯემებელი ოქმების ბათილად ცნობა არ მოახდენდა ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე. რაც თავისთავად ძალიან დიდი ნაკლია როგორც სასამართლო პრაქტიკის, ასევე საარჩევნო კოდექსის და არჩევნების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით“.

დღევანდელ შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგნელის ზურაბ სადათიერაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე „ოცნების“ კოორდინატორების „მუშაობამ“ არჩევნების შედეგებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

მისი თქმით, 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაანალიზებენ და მომავალი არჩევნებისთვის სტრატეგიასაც შეცვლიან: „ჩვენ ვეთანხმებით ამ დარღვევების შინაარს, ყველა უბანზე თითქმის იდენტური სიტუაცია იყო. ყველგან მუშაობდნენ კოორდინატორები. კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ ყოველივე ამან არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია".

სადათიერაშვილი ფიქრობს, რომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო ამომრჩევლებთან, შესაბამისად მათ მეტი ინფორმაციაც უნდა მიაწოდონ: "ამომრჩევლები დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს. ჯერ–ჯერობით მათ ხელისუფლების შიში და რიდი აქვთ“.

ახალციხეში საარჩევნო პროცესებს დადებითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი და ცესკოს ტრენერი ნანა იოსელიანი.

„საიას აქტიურობა მე მომწონს, უნდა იყოს ორგანიზაცია რომელიც შეაფასებს საარჩევნო პროცესებს. ეს ძალიან კარგია. ახალციხეში სულ ოთხი საჩივარი იყო, რომელიც სასამართლმ განიხილა. წელს ძაილან კვალიფიციური კომისიის წევრები გვყავდა“, – განაცხადა შეხვედრაზე ნანა იოსელიანმა.

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საიას რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურის წინ
არჩევნების პორტალი: დარღვევა ახალციხის N4 საარჩევნო უბანზე
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების მეორე ტურს აფასებს
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდა
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის