FM97.5 / LIVE

ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.11.2017
დღეს, 15 ნოემბერს მუსლიმი მესხების საქართველოდან გასახლებიდან 73 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მუსლიმი მესხების შესახებ ფილმი „სამშობლო. რომელიც, შორია“ აჩვენეს.

ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს
ფილმის ჩვენება ასოციაცია „ტოლერანტის“ ორგანიზებით მოეწყო. მას რეპატრირებული მესხების შთამომავლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფილმში მუსლიმი მესხების ცხოვრება დეპორტაციიდან დღემდეა ასახული. ერთ ღამეში დაცლილი სამცხე–ჯავახეთის 220 სოფელი და შორეულ მხარეში ცხოვრება, ასევე დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში, სადაც არაერთი პრობლემა ხვდებათ.

ფილმის დამდგმელი რეჟისორი სანდრო ვახტანგოვია. ფილმის სცენები გადაღებულია თბილისში, ოკუპაციის მუზეუმში, ოზურგეთში, ნასაკირალში, სამცხე–ჯავახეთში და აზერბაიჯანში.

სარვარ საფაროვი საქართველოდან გადასახლებული მუსლიმი მესხების შთამომავალია. მისი ისტორიული გვარი ლაზიშვილია. აზერბაიჯანიდან ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის კანონის მიღების შემდეგ, 2008 წლის მაისში დაბრუნდა და ახლა ექიმია: „დედაჩემი ტელევიზორს რომ უყურებდა, თუ გამოჩნდებოდა ჩვენი მთები ან ტყე, სასწრაფოდ მეტყოდა ნახე ჩვენს სამშობლოს აჩვენებენ. ზოგჯერ რაღაც ადგილებს მიამსგავსებდა ხოლმე ჩვენი სამშობლოს ხედებს, გვენატრებოდა საქართველო“,– იხსენებს საფაროვი.

მიხაილ შაჰიევიც რეპატრირებული მესხების შთამომავალია. იგი აზერბაიჯანიდან საქართველოში განათლების მისაღებად ჩამოვიდა. შაჰიევი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ამბობს, რომ დღევანდელი დღე მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა მუსლიმი მესხებისათვის: „ერთ ღამეში უამრავი სოფელი დაცარიელდა და ამდენი ხალხი გადაასახლე. სიცივეში ქალები და ბავშვები ტიროდნენ, შეყარეს ვაგონებში და სამშობლოს მოაცილეს“.

1944 წელს ნოემრის ღამეს, სტალინის განკარგულებით მესხეთიდან ციმბირისა და ცენტრალური აზიაში 120 ათასამდე მესხი გადაასახლეს. საქართველოდან მათი არის მიზეზი სტალინის ეჭვი იყო, რომ მტტის შემოსევის შემთხვევაში, მუსლიმი მესხები საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებდნენ.

1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება აიღო. 2007 წელს საქართველომ მიიღო კანონი რეპატრიაციის შესახებ, რომელიც მესხებისათვის რეპატრიანტის სტატუსისა და მოქალაქეობის მინიჭების პროცედურებს არეგულირებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან
”სამშობლო, რომელიც შორია”
მარხვა სოლიდარობის ნიშნად

ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს
კვირის აქცენტი: რეპატრირებული მესხები – პოლიტიკა და რეალური ყოფა [Video]
11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე