FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.11.2017
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ რექტორს 2018 წლის 31 იანვარს აირჩევს,სწორედ ამ დღეს ჩატარდება არჩევნები.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია

რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 12 დეკემბერს დაიწყება და 26 დეკემბრს დასრულდება.

უნივერსიტეტის რექტორს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით.

რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა დოკუმენების შემდეგი ნუსხა უნდა წარადგინოს:

ა). განცხადება - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის სანოტარო წესით დამოწმებული
ასლი (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი
თარგმანი);
ე) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (დედანი ან/და სანოტარო წესით დამოწმებული
ასლი);
ვ) სამოქმედო გეგმა.

არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისს უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს მერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იმავე დღეს უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა, თუმცა გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა. ვითარება, კი რომელიც რექტორის არჩევნებმა შექმნა, კანონით არ რეგულირდებოდა.მოგვიანებით უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 09 ოქტომბრის N44 დადგენილებით დაარეგულირა. 11 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ სამ კანდიდატს შორის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე აირჩია.

[sknews.ge]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2020 მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება

22.05.2020 საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა

22.05.2020 ‘ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ კოვიდზე გამოკვლეული არიან’ - გამყრელიძე

22.05.2020 გაძვირდა თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

15 მაისიდან სჯსუ–ს რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
ერთი განცხადება ვაკანტურ თანამდებობაზე
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ