სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.11.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს. ხუთივეს თავმჯდომარე საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 14 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე აირჩია.

ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
საკრებულოს სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატები ოპოზიციას არ დაუსახელებია. ხუთივე კომისიის თავმჯდომარე უმრავლესიბიდან დასახელდა და ხმათა სრული უმრავლესობით აირჩიეს კიდეც.

სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ კურტანიძე იქნება. მას სხდომაზე მყოფი 31 დეპუტატიდან მხარი 27–მა დაუჭირა, სამი ბიულიტენი ბათილად იქნა ცნობილი ერთმა კი ხმა არ მისცა.

ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომისიას მანანა ბალიაშვილი უხელმძღვანელებს. ბალიაშვილმა 27 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ორმა ხმა არ მისცა, ორი ბიულეტინი კი გაბათილდა.

ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ვასილ სისვაძე აირჩიეს. ბიულეტენების რაოდენობა მის შემთხვევაშიც ისევე გადანაწილდა, როგორც ბალიაშვილთან.

ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

სოციალური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი იქნება. ბაბოიანიც 27–მდა დეპუტატმა აირჩია, ერთმა ხმა არ მისცა, სამი ბიულეტენი კი გაბათილდა.

ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

ახლადარჩეული კომისიების თავმჯდომარეებისაგან განსხვავებით ერთით მეტი ხმა, მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ კომისიის თავმჯდომარემ ბესიკ გოქსაძემ მიიღო. მას მახარი 31–დან 29 დეპუტატმა დაუჭირა, ორი ბიულეტინი კი ბათილად იქნა ცნობილი.

ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

„მინდა ყველა არჩეულ თავმჯდომარეს ვუსურვო, რომ გადაწყვეტილებები ხალხის და არა პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ გელა დემეტრაძემ და დაამატა, რომ მათი მხრიდან კომისიის თავმჯდომარეების კანდიდატურის დაყენება ტყუილად დროის კარგვა იქნებოდა.

დემეტრაძეს ეთანხმება საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნატო დარბაიძე: „დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ისე იქცეოდნენ თითქოს საბავშვო ბაღის ზეიმი იყო, ლექსი ჰქონდათ დაზეპირებული და არ უნდა შეშლოდათ. 27 დეპუტატიდან ერთს მაინც საწინააღმდეგო აზრი როგორ არ ჰქონდა?! დემოკრატიამდე და თავისუფლებამდე ძალიან ბევრი გვიკლია“.

რომელი კომისია რამდენი დეპუტატისგან დაკომლექტება ჯერ უცნობია. დეპუტატებმა კომისიებში გაწევრინების თხოვნით საკრებულოს აპარატს წერილობით უნდა მიმართონ.

ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოში კომისიების თავმდჯომარეები აირჩიეს
ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციამ კომისიების თავმჯდომარეები აირჩია
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
3 'ოცნება', 1 'რესპუბლიკელი' და 1 'კონსერვატორი' – ადიგენში მუდმივმოქმედი კომისიები ჩამოაყალიბეს
ასპინძის საკრებულოში ორი კომისია იმუშავებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა პეტაშვილი გახდა