FM97.5 / LIVE

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები დუმილს არღვევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.11.2017
ახალციხეში, მშენებარე კორპუსთან დღეს, 14 ნოემბერს პირველად ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც წლებია აქ ბინების ჩაბარებას ელოდებიან, თუმცა სამსახურების დაკარგვის შიშით ამ დრომე ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავდნენ. მათ კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და ბინების გადაცემის მიზნით მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავება სურთ.

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები დუმილს არღვევენ
18:00 საათზე 9 აპრილის ქუჩზე მშენებარე კორპუსთან 15–მდე ადგილობრივი შეიკრიბა. ისინი აქ მშენებლობის დასრულებასა და ბინის ჩაბარებას წლებია ელიან. დღევანდელი შეკრების მიზეზი ერთმანეთის გაცნობა იყო იმ მიზნით, რომ ერთად ჩამოყალიბნენ თუ რა გზით შეიძლება ბრძოლა, ვის უნდა მიმართონ რეაგირებისთვის და რა ფორმით.

შეკრება სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა, თუმცა ძალოვანი უწყებების თანამშრომლების დიდი ნაწილი არ გამოჩენილა.

„სამსახურის დაკარგვის შიშით გამოსვლა ყველას ეშინია, მაგრამ რადგან ეს საკითხი დაიძრა, ვფიქრობ, ბოლომდე მივიყვანთ. ხმა უნდა ამოვიღოთ, თორემ ბინებს არასდროს ჩაგვაბარებენ. ორი წელია ქირას ვიხდი 200 ლარს და ბინის კრედიტს 600 ლარს. არავინ იცის საერთოდ მშენებლობას დაასრულებენ თუ არა, არადა უკვე ძალიან გაგვიჭირდა“, – ამბობს კოპურსთან შეკრებილებიდან ერთ–ერთი, რომელმაც აქ ბინა ორი წელის წინ იყიდა.

შეკრებილებმა განიხილეს როგორც რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან შეხვედრის, ასევე სამართელბრივი გზით დავის საკითხებიც. დაიშალნენ იმ გადაწყვეტილებით, რომ 16 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერსა და რეგიონის გუბერნატორს შეხვდებიან.

„ვეტყვით ჩვენი პრობლემის შესახებ, გვიშუმადგომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ასევე, იუსტიციის სამინისტროსთანაც. იქნებ მათი საშაულებით მაინც გავიგოთ საერთოდ რა პასუხი აქვთ, ან რას აპირებენ“, – აცხადებენ შეკრებილები.

მშენებარე კორპუსში ბინების ჩაბარებას ახალციხეში მეოთხე წელია უშედეგოდ ელიან. თუმცა, იმის გამო რომ აღნიშნული კორპუსი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის შენდება, მათ სამსახურის დაკარგვის შიშით პროტესტის გამოხატვა არ უნდათ. ამავე მიზეზით მათი დიდი ნაწილი ვერც დღევანდელ შეკრებაზე მივიდა.

შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულება 6 480 000 ლარი შეადგინა.

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები დუმილს არღვევენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.12.2018 ყინვა და თოვლი, როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

15.12.2018 ადიგენი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება

14.12.2018 პატრულ–ინსპექტორები პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ

14.12.2018 ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ბინების ჩაბარებას ითხოვენ
მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ
‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამუშაოები მარტის ბოლოდან განახლდება
მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’
მშენებელი: „ძალოვნების კორპუსში მშენებლობას  მომავალი კვირიდან დავიწყებთ“