FM97.5 / LIVE

ახალქალაქში გამგებლის შეცვლის საკითხი კვლავ აქტუალურია

მთავარიპოლიტიკა 14.05.2013
ახალქალაქში – ქუჩებსა და პარტიულ ოფისებშიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის შეცვლის საკითხს განიხილავენ. საკითხის ოფიციალური და არაოფიციალური მხარეები.

ახალქალაქში გამგებლის შეცვლის საკითხი კვლავ აქტუალურია
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მალე თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობის შეცვლაზე დაიწყო საუბარი. თუმცა, არჩევნებიდან შვიდი თვის შემდეგ ხელისუფლების შეცვლის საკითხმა აქტუალურობა დაკარგა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები გამარჯვებული კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრ პარტიებში გადავიდნენ.

დღეისთვის კი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში გამგებლის შეცვლის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.

გამგებლობის პრეტენდენტები


გავრცელებული ხმების თანახმად, 15 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეიცვლება. ასახელებენ იმ კადრსაც, ვინც ახლანდელ გამგებელს შეცვლის. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნაირი ირიციანის ადგილას მოიაზრებენ ედუარდ აღასარიანს, რომელიც ამჟამად ახალქალაქში რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელია. მისი კანდიდატურა ცენტრალურმა ხელისუფლებამ და კონკრეტულად „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წამოაყენა.

იმავე წყაროს მიხედვით, „ქართული ოცნების“ ახალქალაქელი აქტივისტები შეიკრიბნენ და განიხილეს თავიანთი ათამდე თანამებრძოლის კანდიდატურა, ვისი წარდგენაც გამგებლის თანამდებობის კანდიდატად შეიძლება. „ოცნების“ კანდიდატებს შორის სახელდება არტაშ ფალანჯიანი, რომელიც ამჟამად სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების დირექტორია, ასევე საშა ღრმაჯიანი და კიდევ რამდენიმე პიროვნება.

პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები


ზემოთ დასახელებულ პარტიებში გავრცელებული ხმების ნამდვილობა ოფიციალურ კომენტარებში არ დაგვიდასტურეს.

”რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივი რგოლის ერთ–ერთმა შემქმნელმა დავით ველიქიანმა აღნიშნა, რომ სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ”რესპუბლიკური პარტია” დღემდე არც ერთი თანამდებობისკენ არ ისწრაფვოდა.

„გამგებლის ადგილი თავისუფალი რომ იყოს, მაშინ ჩვენც ვიფიქრებდით. ამ ეტაპზე იგი მუშაობს, თანამდებობაზე უარი არ უთქვამს და ადგილი დაკავებულია. გამგებლის რა არჩევნებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ყველაზე მთავარი ჩვენთვის კანონი და სტაბილურობაა. არ ვიცი, ვისთვის არის ეს მომგებიანი, რას ლაპარაკობენ. ეს პროვოკაციაა“, – ამბობს დავით ველიქიანი.

კანდიდიატების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისშიც გამონაგონად შეაფასეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი შირვან შირინიანი ამბობს, რომ ხალხმა ბევრ თემაზე შეიძლება ილაპარაკოს.

„თუ დღეს გამოაცხადებენ, რომ ძველმა ხელმძღვანელობამ წასვლის განცხადებები დაწერა, მაშინ ამ ადგილზე კონკურსი გამოცხადდება და ჩვენს კანდიდატს წამოვაყენებთ. მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ არის დაწყებული. ვის წამოვაყენებთ, ესეც არ გადაგვიწყვეტია“, – ამბობს იგი.

ოფიციალური მოსაზრებები


„ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის“ თანახმად, გამგებელი შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო გამგეობის მუშაობის სამთვიან პერიოდს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. თუ საკრებულოს დეპუტატების 50+1%, ახალქალაქის შემთხვევაში კი 30–დან 16 დეპუტატი გამგეობის მუშაობის არადამაკმაყოფილებლობას დაუჭერს მხარს, გამგებელი ავტომატურად თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, გამგებელი შეიძლება შეიცვალოს საკუთარი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნაირი ირიციანი ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„მე გარწმუნებთ, 15 მაისს არ წავალ, ეს 100%–იანია. შეცვლა შესაძლებელია, რადგან თუ დააკვირდებით, საქართველოში სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა 80% შეიცვალა. დღეს ქვეყნის კანონის მიხედვით ჩემი გადარჩევა საკრებულოს შეუძლია. მე არ ვიცი, დროდადრო ამ საკითხს აყენებენ. მეც, როგორც ყველას, ამის შესახებ გამიგია“, – ამბობს ირიციანი.

მიმდინარე წლის აგვისტომდე საკრებულო გამგებლს არ გადაირჩევს, რადგან გამგეობის მუშაობის ბოლო დეკადის შედეგები აპრილის ბოლოს შეფასდა და საკრებულომ ის დამაკმაყოფილებლად მიიჩნია.

„არჩევნების შემდეგ უკვე 7 თვე გავიდა და გამუდმებით, ყოველ დღე, მიდის საუბარი, რომ საკრებულოსა და გამგეობის თავმჯდომარეებს დღე–დღეზე დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლებენ. 7 თვეა გასული და ჩვენ ჯერ ვმუშაობთ. ჩვენ უნდა გვჯეროდეს იმის, რაც დღეს არის“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი.

[აღუნიკ აივაზიანი, შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ გადადგა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი?
საკადრო ცვლილებები ახალქალაქის გამგეობაში
მელიქ რაისიანი-ახალქალაქში სამართლიანობის ნიშნები არ ჩანს
ახალქალაქის ხელისუფლებაში ცვლილებები ”ოცნების” სცენარს  ასცდა
ახალქალქში გამგებლის პოსტზე ერთი კანდიდატი დარჩა
ახალქალაქის გამგებლობა 27 კანდიდატს სურს
ადიგენელთა ნაწილი გამგებლის შეცვლას ითხოვს