სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ორი დღე გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.11.2017
გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ხვალ, 15 ნოემბერს უნდა გადაეცეს. მუნიციპალიტეტმა კი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გუშინ დაიწყო.

ორი დღე გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ხვალ, 15 ნოემბერს უნდა გადასცეს. კანონმდებლობის მიხედვით, ეს ბოლო ვადაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი უფლებამოსილებას გუშინ, 13 ნოემბერს შეუდგა, საკრებულო კი დღეს, 14 ნოემბერს შეიკრიბა.

ახალციხის ყოფილი მერის ვლადიმერ ზედგინიძის განცხადებით, ცალკე ქალაქის ბიუჯეტის პროექტი მზადაა და მისი საერთო ჯამი 7 000 833 ლარს შეადგენს: "პროექტი ახალ საკრებულოს ხვალ გადაეცემა".

ზედგინიძის თქმით, გაწერილია არა მხოლოდ 2018 წლის ბიუჯეტი, არამედ მომავალი ორი წლის პროექტებიც: "2018 წლის ბიუჯეტის პროექტში გავზარდეთ ააიპ–ების დაფინანასება, რადგან მათ კომუნალური ხარჯი ეზრდებათ, იმიტომ, რომ მათ შენობებში გაზი შევიყვანეთ და თუ აქამდე შეშისთვის წელიწადში 1 600 ლარი ჰყოფნიდათ, ახლა 500 ლარი თვეში არ ეყოფათ".

ყოფილი მერი ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში ხელფასი გაუზარდა ანსამბლ "მესხეთსაც": "100 ლარი ჰქონდათ და 194 გავუხადე, ისე რომ ხელზე 150 ლარი მაცინ აიღონ. ახალ ბიუეჯტშიც უნდა მოხდეს ამის გაანგარიშება".

ზედგინიძის განცხადებით, დასასრულებელია სამსონიძის, წიქვაძის, მებაღიშვილის ქუჩები. გარდა ამისა, გასაკეთებელია ცენტრალურ ქუჩებზე კოსტავასა და რუსთაველზე გზები: "ამისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია საჭირო. აქ გზები 40 წლის წინ დაიგო და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს, პროექტში კი გავწერეთ, მაგრამ თანხა რამდენად იქნება ამისთვის არ ვიცით. ეს ახალი მერიის გადასაწყვეტია".

ახალციხის ახლადარჩეული მერი ზაზა მელიქიძე კი აცხადებს, რომ ქალაქ ახალციხის ბიუჯეტის 2018 წლის პროექტი არ არსებობს. მისივე თქმით, ასეთი ცალკე შესრულებული ბიუეჯტის პროექტი არც თემს აქვს: "რაც მოგაწოდათ მერიამ 2018 წლის ბიუეჯტის შესახებ ინფორმაცია ეს არ იქნება სწორი ბიუჯეტი, რადგან ახლა მიმდინარეობს ამ ყველაფერზე მუშაობა".

მისი თქმით, იგი გუშინდელის შემდეგ, ამ წუთემდე გაერთიანებული ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე მუშაობს: "ყველა მხარჯავ დაწესებულებას, რაც არსებობს მუნიციპალიტეტში, ეს იქნება ააიპ, შპს თუ სხვა, წარმოდგენილი აქვს საკუთარი ხედვა და გაანგარიშება თუ რა სჭირდება მომავალ წელს. ახლა ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის გაანალიზება და დათვლა. გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს სწორედ ამაზე დაყრნობით ვადგენთ. ყველაფრის სათითაოდ გავლის შემდეგ გვეცოდინება სად რა შეიძლება მოაკლდეს და სად დაემატოს".

მელიქიძის თქმით, გაერთიანებული ბიუჯეტის პროექტი დაახლოებით 13 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ეს ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხის გარეშე.

"სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყოფა", – ამბობს მელიქიძე.

მისი თქმით, ბიუჯეტი ხვალ საკრებულოს გადაეცემა: "ამ წუთშიც ამაზე ვმუშაობთ, გუშინ გვიანობამდეც ბევრი მუხლი სათითოდ გავიარეთ".

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი 17 მლნ ლარზე მეტია
ადიგენის ბიუჯეტის პროექტს ახლადარჩეული საკრებულო განიხილავს
ასპინძის ბიუჯეტის პროექტი  4 მლნ–მდე ლარით განისაზღვრა
ახალციხის ბიუჯეტის ორ დღეში დაწერილი პროექტი საკრებულოს გადაეცა
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს