სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.11.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადშეკრებილმა საკრებულომ თავმჯდომარედ გელა ნოზაძე, მოადგილედ კი იოსებ კაპანაძე იარჩია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
ახალციხის ადმინსიტრაციულ შენობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. საკრებულომ თავმჯდომარე და მოადგილე უკვე აირჩია.

საკრებულოს 33 წევრიდან 31 ესწრება. მათ შორის 27–მა ნოზაძესა და იოსებ კაპანაძეს მისცა ხმა. ორი ბიულეტენი ორივე შემთხვევაში გაბათილდა, ორმა კი არც თავმჯდომარისა და არც მოადგილის კანდიდატურას ხმა არ მისცა.

„მადლობა, რომ ნდობა გამომიცხადეთ, ვიმედოვნებ რომ ჩვენი მუშაობა იქნება ნაყოფიერი, იმედი მაქვს რომ ახალ მ ერთან, ზაზა მელიქიძესთან ერთად ოთხწლიან მუშაობას მომავალში წარმატებულად შევაფასებთ. ვიქნქებთ ჩვენი ამომრჩევლის აზრებისა და სურვილების გამტარებლები“, – განაცხადა სხდომაზე გელა ნოზაძემ.

ნოზაძე ამ დრომდე ახალციხის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა. იგი 1962 წელსაა დაბადებული. განათლება პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1984-1987 წლებში მიიღო. 1992 წლიდან 2014 წლამდე სამხედო კომისიარიატში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. ასევე 1992 წელს სოფელ კლდის თემის საკრებულოშიც იყო.

ისევე როგორც ნოზაძე, კაპანაძეც ახალციხის თემისა საკრებულოს დეპუტატი იყო. იგი კაპანაძე 1980 წელს დაიბადა. იურიდიული განათლება თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში მიიღო. შემდეგ მუშაობა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში დაწიყო. აქ ორი წელი დაჰყო. ამის შემდეგ კი მისი სამსახურეობრივი საქმიანობა თვითმმართველობას უკავშირდება. იგი ჯერ ელიწმინდის ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებული იყო, შემდეგ კი ახალციხის თამის საკრებულოში დეპუტატი.

„დიდი მადლობა პარტიას, მადლობა ტქვენ რომ ნდობა გამომიცხადეთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

ახალციხის საკრებულოს სხდომა გრძლედება, ახალი საკრებულო კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე გახდა
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
ადიგენში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
ახალციხის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს