სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ომბუდსმენის აპარატი ახალგაზრდის პოლიციაში შესაძლო ცემის საქმეს სწავლობს

მთავარისიახლე, სამართალი 14.11.2017
სახალხო დამცველის აპარატი ახალციხეში იმ ახალგაზრდა მამაკაცის საქმეში ჩაერთო, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს.

ომბუდსმენის აპარატი ახალგაზრდის პოლიციაში შესაძლო ცემის საქმეს სწავლობს
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, როგორც აღნიშნულ უწყებაში აცხადებენ, დაკავებული მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულეს. აქ იგი პოლიციის თანამშრომლებმა თავად მიიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი და მისი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და ცუდად იმიტომ გახდა.

„ჩვენ ჩავერთეთ ამ საქმეში და დეტალებს ვსწავლობთ“, – აცხადებენ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
დაიწყო თუ არა სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაკავებული გ.კ–ს შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან შეკითხვაზე პასუხს მეორე დღეა ელოდება.

შეგახსენებთ, რომ გ.კ. ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად 9 ნოემბერს ახალციხეში, საბარგო სადგურზე, თურქულ ბართან დააკავეს. მას პოლიცია ჯერ სამართალდამცავების მიერ კანონიერი მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, რის გამოც 10–დღიანი ადმინსიტრაიული პატიმრობა შეეფარდა. მომხდარიდან სამი დღის შემდეგ კი თურქულ ბარში ხულიგნობის ბრალდებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

17.01.2018 კლინიკა ‘იმედში’ ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

პროკურატურამ პოლიციაში ახალგაზრდა მამაკაცის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
გიორგი კაპანაძის შესაძლო ცემის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია
თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ