სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.11.2017
დღეიდან, 13 ნოემბრიდან, სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში ახალ არჩეულმა მერებმა დაიწყეს მუშაობა. ბორჯომის მერი უფლებამოსილების შესრულებას მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმია გამოქვეყნებიდან 11 დღეში შეუდგება.

ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები

"სამხრეთის კარიბჭე" გთავაზობთ ახალი მერების მოკლე ბიოგრაფიებს

ზაზა მელიქიძე - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი

ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაიბადა 1966 წლის 6 მაისს ასპინძაში.
1983 წელს დაამთავრა ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშის საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1986-1988 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1988 წელს იყო ახალციხის ადგილმრეწველობის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსი.
1992-1996 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „ვარძიაში“ მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსად.
1997-2000 წლებში იყო შპს „ვარძიის“ ლუდის საამქროს უფროსი.
2000-2003 და 2010-2014 წლებში იყო შპს „მელიზას“ დირექტორი.
2003-2010 წლებში ეკავა შპს „მესხეთი XXI“-ის დირექტორის თანამდებობა.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


ზაქარია ენდელაძე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი

ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებიდაიბადა 1976 წლის 21 მარტს ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში;
1993 წელს დაამთავრა ადიგენის რაიონის სოფელ ვარხნის საშუალო სკოლა;
1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის მესხეთის ფილიალის ისტორიის ფაკუ­ლტეტი;
2007 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2011 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლისა და სამოქალაქო სამარ­თლის სპეციალობებით, მიიღო შესაბამისი სერტი­ფიკატები.
1999-2004 წლებში მუშაობდა შსს-ს ორგანოებში სხვადასხვა რიგით და მეთაურ თანამდებობაზე.
2006-2007 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის განაწესის უფროსი.
2012 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.
2014 წლის 28 თებერვლიდან იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვა­ლეობის შემსრულებელი.
2014 წლის 4 მარტიდან იყო ადიგენის მუნიცი­პალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრუ­ლებელი.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.



როსტომ მაგრაქველიძე - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი

ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაიბადა 1973 წლის პირველ ნოემბერს ასპინძაში.
1990 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით კონსტრუქტორ-ტექნოლოგი.
1995-1996 წლებში მუშაობდა ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელმცოდნედ.
1997-2006 წლებში იყო ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარე. ამასთანავე, 2003-2004 წლებში იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2006 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარალელურად, 2015-2017 წლებში მუშაობდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენერად.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატები. გავლილი აქვს ტრენინიგები: საარჩევნო პროცესების მართვა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გადამზადება, პარტნიორები საქართველო - მართვა და ეფექტური კომუნიკაცია. ფლობს რუსულ და სომხურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


იურიკ უნანიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი

ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებიდაიბადა 1960 წლის პირველ სექტემბერს ბორჯომის რაიონის სოფელ ჭიხარულაში.
1977 წელს დაამთავრა ახალქალაქის საშუალო სკოლა-ინტერნატი.
1987 წელს დაამთავრა ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1991-1995 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად.
1995-2001 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული პროკურორის თანაშემწე.
2001-2004 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ პროკურორად.
2004-2009 წლებში იყო ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2009-2012 წლებში მუშაობდა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურორად.
2012-2014 წლებში იყო ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე მუშაობდა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურორად.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.


ანივარდ მოსოიანი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი

ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებიდაიბადა 1974 წლის 9 მაისს ქ. ნინოწმინდაში (ყოფილი ბოგდანოვკა);
1991 წელს დაამთავრა ქ. ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლა;
1996 წელს დაამთავრა ერევნის (სომხეთი) ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;
2000 წელს დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი „გაენათი“ ფსიქოლოგისა და ქართული ენის მასწავლებლის სპეციალობით;
1994 წლიდან დღემდე ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია;
2008-2009 წლებში იყო ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი;
2009-2013 წლებში ეკავა ქ. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა;
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;
ფლობს ქართულ, სომხურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ვინ არიან ასპინძის მერობის კანდიდატები
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ერთი სკოლიდან, მეორე კი უსაფრთხოებიდან – რა გამოცდილება აქვთ ახალციხის მერის მოადგილეებს
ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები