სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ახალი მერი სამსახურების უფროსებს გაეცნო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.11.2017
დღეს, 13 ნოემბერს, ახალციხის ახალი მერი ზაზა მელიქიძე მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა.

ახალციხის ახალი მერი სამსახურების უფროსებს გაეცნო

ახალციხის ახლად არჩეული მერი ზაზა მელიქიძე, მერიაში 16:00 საათისათვის მივიდა. იგი ახალციხის მერიის სამსახურის უფროსებსა და ყოფილ მერს ვლადიმერ ზედგინიძეს, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და გუბერნატორის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ წარუდგინეს.

რა საკითხებზე ისაუბრა ახალმა მერმა სამსახურის უფროსებთან უცნობია, რადგან შეხვედრას ჟურნალისტები არ დასწრებიან. ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო: „ჯერ ვეცნობი აქაურობას. საკრებულოს სხდომის შემდეგ სტრუქტურა დამტკიცდება და თანამშრომლობის დანიშვნას კანონის შესაბამისად დავიწყებთ“.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ზაზა მელიქიძის განცხადებით, განხილვები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნებიან პოზიციებზე, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„მოვედით, რომ ბატონ ვლადიმერს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამუშაოსათვის და წარვადგინოთ ხალხის მიერ ახლად არჩეული მერი, რომელიც თავის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. ზაზა მელიქიძეს ხალხის დიდი ნდობა აქვს და ეს მიღებული ხმათა რაოდენობითაც დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ ხალხის ნდობას ბოლომდე გაამართლებს“, – განაცხადა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ახალარჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან, 13 ნოემბრიდან შეუდგნენ. მერის მოვალეობას ჯერ არ ასრულებს ბორჯომის მეორი ტურით არჩეული მერი ლევან ლიპარტია, სადაც ჯერ შემაჯამებელი ოქმი არ დაწერილა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პარლამენტის წევრის მიერ მერისთვის გადაცემული "მერობის სერტიფიკატი”
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ახალმა მერებმა გადაიბარეს
რის მიხედვით შეარჩევს ახალციხის ახალი მერი კადრებს
ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს
დღეიდან ბორჯომის მერი მუშაობას შეუდგება
საკადრო ცვლილებები ახალციხეში
ახალციხეს ახალი მერი და ახალი ვიცე–მერი ჰყავს