სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

მთავარისიახლე, სამართალი 13.11.2017
თურქულ ბართან დაკავებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხულიგნობაში სდებენ ბრალს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ

ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს, 13 ნოემბერს, დაახლოებით ერთი საათი იხილავდა სამი ახალგაზრდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით ედებათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

პროკურატურამ სასამართლოში მათთვის აღკვეთის ღინისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე იშუამდგომლა. პროკურორ გიორგი აღლემაშვილის თქმით, ერთ–ერთი ბრალდებული კ.ბ. ისევე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაცაა ნასამართლევი: „მას ინტერპოლითაც ეძებდნენ“.

აღლემაშვილის განცხადებით, ასევე საზღვარგარეთაა ნასამართლევი გ.კ–ც: „ბრადლებულები მოწმეებზე პირზე ხელის აფარებით ცდილობდნენ მათ გაჩუმებას. გარეთ დარჩენის შემთხვევაში ეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედებას, მტკიცებულებების განადგურებას და ქვეყნის დატოვებას“.

სამი ბრალდებულიდან ორს ადვოკატები ნუგზარ სამარჯიშვილი და ეკა აბაშიძე იცავდნენ. ერთს კ–ბ–ს კი პროცესზე ადვოკატი არ ჰყოლია.

„ბრალს ნაწილობრივ ვაღიარებ. ცუდია ის, რაც მოხდა, უბრალოდ წინასწარი განზრახვა არ გვქონია, რომ იქ მივსულიყავით და ვინმესთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა. ვაღიარებ, რომ შეურაცხყოფა მივაყენე და შევეხე კიდეც, მაგრამ არსად გამქცევი არ ვარ. ინტერპოლით რაზეც მეძებდნენ, მაგ საქმეში გავმართლდი და კომპენსაციაც გადამიხადეს“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში კ.ბ–მ და აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება თხოვა, თუმცა თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებია.

გირაოს, 10 000 – 20 000 ლარის შეფარდება ითხოვეს სამარჯიშვილმა და აბაშიძემ.

„ლ.ბ. წარსულში ნასამართლევი არ არის. ის სპორტსმენია, ვერ მოვასწარი მისი სერთიფიკატების სასამართლოში წარმოდგენა. ის არსად გაიქცევა და რაც შეეხება მოწმეებზე ზეწოლას, უკვე ყველა მოწმე დაკითხულია“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში ლ.–ბ–ს ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის რომ აღკვეთის ღონისძიებად ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება არაა აუცილებელი, ამის დასაბუთებას ეცადა აბაშიძე. იგი გ.კ–ს ადვოკატია და ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც არსად მიიმალება და ზეწოლას არც მოწმეებზე მოახდენს.

„გაქცევა რომ გვინდოდეს, სამმართველოს ეზოში ყოველ დღე ისე გამოვდივართ [სამივე ბრალდებულს 10–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული „ს.კ“.], რომ არავინ დაგვყვება და არსად გავრბივართ“, – განაცხადეს დარბაზში ბრალდებულებმა.

ისევე როგორც კ.ბ–მ, ბრალი ნაწილობრივ აღიარა ლ.–ბ–მაც. რაც შეეხება გ.კ–ს, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გ.კ. მოსამართლე გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. სხვა ბრალდებულების პოზიცია კი, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ახალციხეში, საბარგო სადგურზე მოხდა. ახალგაზრდები თურქულ ბარში ჩხუბისთვის დააკავეს. შსს–ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზემოხსენებული პირები მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ-ერთ თურქულ ბარში მივიდნენ. მათ ბარში მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო“.

მომხდარის გამო ბარის მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა. ახალგაზრდებს ამავე ფაქტზე, პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული პატიმრობაც აქვთ შეფარდებული.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
თურქეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ