FM97.5 / LIVE

სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.11.2017
ადიგენში, სოფელ მოხეში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა. ტაძრის გახსნას ხუთი მიტროპოლიტი ესწრებოდა. გახსნის შემდეგ კი მოხეში „ერისიონის“ კონცერტი გაიმართა.

სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა

სოფელ მოხეში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის გახსნაზე დასასწრებად სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა დასახლებებიდან ადგილობრივები, დღეს, 12 ნოემბერს, დილის 10:00 საათისათვის შეიკრიბნენ. ისინი ახალციხიდან, ასპინძიდან და ადიგენის სხვადსხვა სოფლებიდან ჩავიდნენ.

ტაძრის გახსნის პერიოდში, მოხის ცენტრსა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ტაძარი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა. მან ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთან, გორისა და ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიასთან, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანესა და ხორნაბუჯელ მიტროპოლიტთან მეუფე დიმიტრისთან ერთად შეასრულა.

სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა

„ამ ხეობაში ეს ერთადერთი მოქმედი ტაძარი იქნება, სადაც დღეიდან რეგულარულად ჩატარდება წირვა–ლოცვა. ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელობისაა, რადგან იგი აჭარიდან სწორედ ამ მხრიდან შემოვიდა სამცხე–ჯავახეთში და ქრისტიანობა გაავრცელა“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე თეოდორემ.

მოხის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ გეწაძე იქნება, რომელიც ასევე ზარზმის მონასტრის წინამძღვარია. მოხეში, დღეს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედათა მონასტერიც გაიხსნა, სადაც დედაოები დღეიდან დაიწყებენ ცხოვრებას.

ტაძრის გახსნის შემდეგ მოხეში კონცერტი გაიმართა. შეკრებილების წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემსრულებლები, ასევე, ანსამბლი „ერისიონი“ წარსდგნენ.

მოხის ტაძრის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამშენებლო სამუშაოებს ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი უძღვებოდა, როგორც ქადაგებისას მეუფე თეოდორემ განაცხადა, მოხის ტაძარი შემოწირულობებით აშენდა.

„მშენებლობის პროცესში ტაძარმა არაერთი განსაცდელი გამოიარა და ყველაფერს გაუძლო. ახლა აქ ვდგავართ და პირველი წირვა–ლოცვა ჩავატარეთ. მშენებლობაში თითქმის მთელი რეგიონი იყო ჩართული, არაერთი ადამიანის შემოწირულობებით აშენდა ეს ტაძარი და იმედი მაქვს, ისინი დახმარების ხელს არც შემდგომში მოაკლებენ“,–აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა

სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა

სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა

სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სოფელ წინუბანში ტაძარი გაიხსნა
სოფელ სვირში მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა [Photo]
ახალციხეში მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია აშენდა
საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს
მეუფე თეოდორემ სტიქიის ზონაში პარაკლისი გადაიხადა
სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა
მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა: ‘ამ მოვლენებში “ნაციონალები” შეინიშნებიან’