სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

'გადავედით ინდივიდუალურ მუშაობაზე და ვვარაუდობთ, რომ მეტ მხარდამჭერს მოვიყვანთ არჩევნებზე' – გედევან ფოფხაძე

მთავარისიახლე, არჩევნები 12.11.2017
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მეორე ტურისთვის "ქართული ოცნება" გაცილებით მობილიზებულია და ინდივიდიალურად მუშაობენ ყველა მხარდამჭერთან, რათა საარჩევნო უბნებზე მიიყვანონ.

'გადავედით ინდივიდუალურ მუშაობაზე და ვვარაუდობთ, რომ მეტ მხარდამჭერს მოვიყვანთ არჩევნებზე' – გედევან ფოფხაძე

"საკმოდ კარგად ვართ მობილიზებული მეორე ტურისთვის. პირველ ტურში, მაგალითად, ჩემი ფუნქცია იყო ის, რომ კანდიდატს მხარს ღიად ვუჭერდი, მეორე ტურთან მიმართებაში, შტაბს ვთხოვე, რომ მეტი ორგანიზება იყოს. თუ ჩვენი მხარდამჭერები არ არიან ქალაქში და გასული არიან ქალაქიდან, დავეხმაროთ რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს ჩვეულებრივ წინასაარჩევნო პროცესად მიმაჩნია. თუ ვიცი რომ ჩვენი მხარდამჭერი არ არის ბორჯომში და არის თბილისში შევეხმიანო, მოვუწოდო. გადავედით ინდივიდუალურ მუშაობაზე და ვვარაუდობთ, რომ მეტ მხარდამჭერს მოვიყვანთ არჩევნებზე", – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, თუ "ქართულმა ოცნებამ" ამ წლების განმავლობაში რაღაც ვერ გააკეთა ბორჯომში, "ეს ამ საკრებულოს თავმჯდომარის ბრალიცაა [გულისხმობს ზაზა ჩაჩანიძეს], ლევან ლიპრტია ახალი სახეა პოლიტიკაში. საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ვერ გაკეთდა და ეს მხოლოდ გამგებლის ბრალია და არა საკრებულოს თავმჯდომარის, არასწორია. თუ რამე იყო გასაპროტესტებელი, საკრებულოს თავმჯდომარეს შეეძლო ეს აქამდე გაეკეთებინა. პრეტენზიებს მათგან, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური ამბიციების გამო გვტოვებენ, ვერ მივიღებთ".

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ზაზა ჩაჩანიძემ ხმების მეტი წილი იმიტომ მიიღო, რომ "ქართული ოცნების" სახელით იჯდა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში და იქიდან ატარებდა საარჩევნო კამპანიას".

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე სადგერის, ტბისა და ცემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს[R]
გედევან ფოფხაძე: 'ძალიან ბევრი მაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი'
გედევან ფოფხაძე ციხისჯვარის, ანდეზიტისა და ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა [R]