სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საია: ბორჯომში ამომრჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევები დააფიქსირდა

მთავარისიახლე, არჩევნები 12.11.2017
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, მათმა დამკვირვებლებმა ბორჯომში ამომრჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევები დააფიქსირეს.

საია: ბორჯომში ამომრჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევები დააფიქსირდა

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბორჯომის #13 და #19 უბნების გარეთ სიებით აღჭურვილი დაუდგენელი პირები იმყოფებიან, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღირცხავენ.

გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბორჯომის #10 უბნის გარეთ იმყოფებიან სადამკვირვებლო მისია “21-ე საუკუნის დამკირვებლები”, რომლებიც ფლობენ წიგნად აკინძულ ამომრჩეველთა სიას ფოტოებიანი ვერსიით: "რომელზეც ამომრჩეველთა პირადი ნომრები დატანილი არ არის, თუმცა არის ვინაობა, სურათი და ამ სიის მიხედვით ისინი უბანზე მისულ ამომრჩეველს აკონტროლებენ. ცესკოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით ეს ორგანიზაცია რეგისტრირებულია, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ჰყავს 3138 დამკვირვებელი, შედარებისთვის საიას 500-მდე დამკვირვებელი ჰყავდა პირველ ტურში", – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბორჯომის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ამის მიზეზი გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევაა, რომელიც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს. საიას განცხადებით, კომისიის წევრებმა უბნიდან 16 საარჩევნო ბიულეტენი და 14 კონვერტი გაიტანეს. კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მანქანაში მგზავრობის დროს 3 ცალი კონვერტი მათ გადასატან ყუთში ჩაუვარდათ, რაზეც საიამ საჩივარი დაწერა და ამ უბანზე გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა.

საიას განცხადებით, ბორჯომის #12 უბანზე გადასატანი ყუთი დილის 10:00 საათზე დაბრუნდა დალუქულ მდგომარეობაში. მოგვიანებით პრეტენზია დააფიქსირა ერთ-ერთი ამომრჩევლის ოჯახის წევრმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მშობელმა გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა ვერ მისცა, რის შედმგომაც კომისიამ გადაწყვიტა დალუქული საარჩევნო ყუთის ხელმეორედ გატანა საარჩევნო უბნიდან. საიას დამკვირვებლის მხრიდან შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, გადასატანი საარჩევნო ყუთი მეორედ აღარ გაუტანიათ საარჩევნო უბნიდან.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, 25–ე უბანზე, ორი საჩივარი დაიწერა
საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის
გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო იწურება
საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის
N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
მე–12 აგარის უბანზე 1 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
საიამ 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირა