FM97.5 / LIVE

რა რისკებს შეიცავს შრომის კოდექსის კანონპროექტი

მთავარისაზოგადოება 13.05.2013
საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე და ახალი კანონპროექტის რისკებსა და უპირატესობებზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მიხეილ კორძახია საუბრობს.

რა რისკებს შეიცავს შრომის კოდექსის კანონპროექტი

– რა ეტაპზეა ამჟამად საქართველოს შრომის კოდექსის ახალი კანონპროექტი?

ახალი კანონპროექტი მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია. დღეისთვის ცვლილებები ძალიან სერიოზულია, რადიკალურად იცვლება მოკლევადიანი კონტრაქტების საკითხი, სერიოზული ცვლილებები იქნება სამუშაო დროსთან დაკავშირებითაც.

– რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ახალ კანონპროექტს?

ვცდილობთ ამ ცვლილებებით ზიანი არ მიადგეს არა მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს, არამედ შრომით ბაზარსაც, რადგან უკვე ბევრჯერ მოხდა, რომ დასაქმებულებისთვის კარგის გაკეთება გვინდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა.

ახლა იქნება 40-საათიანი კვირის ნორმატივი, 40 საათის შემდეგ ბიზნესი იძულებული იქნება დამატებითი სამუშაო დრო აანაზღაუროს და ეს ჩემი აზრით, დიდ რისკებთან მიგვიყვანს, რადგან ძალიან ბევრი სპეციფიკური ბიზნესია, რომელიც 24 საათი, 12 საათი მუშაობს. აქ ალბათ ასეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ ერთ პოზიციაზე ბევრი ადამიანი იმუშავებს, მაგრამ ძალიან დაბალი ხელფასებით. ეს არც ბიზნესისთვისაა კარგი და არც ადამიანებისთვისაც. ამრიგად ესაა მაგალითი, რა შეიძლება საბოლოოდ გამოვიდეს.

ასევე შეიძლება მივიღოთ ფიქტიური ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ, შავი ნაწილი, დამსაქმებლის ერთგვარი შეთანხმება დასაქმებულთან - 40 საათისთვის თეთრად აუნაზღაურებს, დანარჩენი, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის კი შავად, რათა არ აჩვენოს. ეს უკვე დიდი ხანია დაგვავიწყდა რა არის და ახლა შეიძლება კვლავ განახლდეს.

ასევე, მოკლევადიან კონტრაქტებთან დაკავშირებით, თუ ამ პრაქტიკას შევწყვეტთ, რომ მოკლევადიანი კონტრაქტები აღარ იყოს, მთელი ბაზარი ძალიან დაზარალდება. მხედველობაში მაქვს შემდეგი: შეიძლება ამ მიდგომამ მიგვიყვანოს არაშრომით ურთიერთობებამდე ან შიშთან, რომ სავალდებულო იქნება თანამშრომლის აყვანა მთელი ცხოვრების მანძილზე, ანუ გრძელვადიანი კონტრაქტის დადება. აქ ალბათ მონახავენ რაღაც შუამავალ კომპანიას, რომელიც ადამიანურ რესურს მიაწვდის მხოლოდ კონტრაქტებით, ანუ ფორმით ისევ დროებითი კონტრაქტები იქნება, მაგრამ ისეთი სიახლოვე და სოციალური პასუხისმგებლობა აღარ იქნება, რაც მხოლოდ შრომითი ურთიერთობების დროსაა შესაძლებელი. ეს რისკები ძალიან სერიოზულია და ალბათ აჯობებს უფრო მოქნილი იყოს. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული წინადადებები გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არც მთავრობა და არც საპარლამენტო კომიტეტი არ არის თანახმა. იმედი გვაქვს, მოსმენის დროს კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან ამ საკითხზე.

– ანუ თქვენ ამ ცვლილებების წინააღმდეგი ხართ?

ზოგადი ცვლილებების არა. იქ ძალიან ბევრი ცვლილებაა, მაგალითად პრობლემა არ გვაქვს, რომ საჭიროა რაღაც მექანიზმის შექმნა, რათა აღარ იყოს დისკრიმინაცია, რომ თანამშრომლის გათავისუფლებას სამსახურიდან დასაბუთება სჭირდება და ა.შ. ამ ყველაფერს მხარს ვუჭერთ. მაგრამ იქ არის 2–3 მიმართულება, რომლებიც პრობლემატურია და სერიოზულ რისკებს შეიცავს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მთელი შრომითი ბაზრისთვის. ეს უმთავრესია და ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებ მთავრობას და პარლამენტს, რომ იქნებ უკეთესი იყოს ამ რისკებს ცოტა მოქნილად მიუდგნენ.

– თქვენი აზრით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დასაქმებულებმა იციან როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები?

არა, რასაკვირველია არა. თავიანთი უფლებების შესახებ რომ იცოდნენ, ამისთვის მუშაობაა საჭირო, ამიტომ მსგავსი სიტუაციაა არა მხოლოდ ამ რაიონებში, არამედ სხვა რეგიონებშიც. არ არსებობს ერთიანი აღქმა, რანაირად უნდა დაიცვა თავი და ბიზნესი და მათ შორის, თანამშრომლებიც. ყველაზე მთავარია ინფორმაციის მიწოდება, ყოველდღიური მუშაობა უნდა ტარდებოდეს ჩვენი და პროფკავშირების მხრიდან. საჭიროა დისკუსიების მოწყობა ყველა ასეთ „შორეულ რაიონში“. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ცენტრშიც ყველაფრის შესახებ იციან, რადგან ინფორმაციული შიმშილი ყველგანაა და საჭიროა მისი გადალახვა, ერთობლივი ძალებით, სათითაოდ და ა.შ. პრობლემი ყოველთვის იქნება და ყველა პრობლემის გადალახვა შესაძლებელია.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


ახალციხელები ”შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ
ახალი სისტემა, რომელმაც აქცენტები შეცვალა
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს [R]
როგორ შეიძლება მოგვარდეს განათლების პრობლემები ჯავახეთში
ლია მუხაშავრია: "მთავარია, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეჩერდეს"
რა იცვლება ადგილობრივ თვითმმართველობაში