FM97.5 / LIVE

შსს პოლიციელების ცემაში დადანაშაულებაზე: ერთ–ერთმა დაზარალებულმა დამატებითი გამოკვლევა თავად მოითხოვა

მთავარისიახლე, სამართალი 09.11.2017
დღეს, 9 ნოემბერს, ახალციხეში მომხდარ ფაქტზე, რომელშიც საუბარია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი პოლიციელებს ღამით დაკავებული შვილის ცემაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

შსს პოლიციელების ცემაში დადანაშაულებაზე: ერთ–ერთმა დაზარალებულმა დამატებითი გამოკვლევა თავად მოითხოვა

შსს-ს განცხადების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხულიგნობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ. კ., 1984 წელს დაბადებული ი. ბ. და 1994 წელს დაბადებული ლ. ბ. ახალციხეში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზემოხსენებული პირები მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ-ერთ თურქულ ბარში მივიდნენ. მათ ბარში მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულ სამმართველოში შეტყობინება შევიდა.

ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე (საქართველოს ასკ-ს 173-ე მუხლით), ადგილზე დააკავა", – ვკითხულობთ განცხადებაში.

შსს–ს განცხადების მიხედვით, ბარში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოიკითხა ყველა მოწმე.

"ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამივე პირი პოლიციამ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. ერთ-ერთმა დაკავებულმა, გ.კ.-მ დამატებითი სამედიცინო შემოწმება მოითხოვა. პოლიციამ იგი, შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა. საავადმყოფოში გ.კ.-ს ჯანმრთელობის დეტალური შემოწმება ჩაუტარდა, კომპიუტერული ტომოგრაფიების ჩათვლით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას რაიმე სახის დაზიანება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აღენიშნება. გ.კ. ამჟამად გადაყვანილია ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვა", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის პირველი ნაწილით).

შეგახსენებთ, დღეს, 9 ნოემბერს, წუხელ ღამით დაკავებული ოთხი მამაკაციდან ერთ–ერთი პოლიციამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. პაციენტის ოჯახის წევრები პოლიციას ახალგაზრდის ცემაში ადანაშაულებენ. ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან მათ მიმართ მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობენ.

მასალა "სამხრეთის კარიბჭემ" დაახლოებით ერთი საათის წინ გამოაქვეყნა. უწყების პასუხს, რედაქცია მასალის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდა.

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
ახალციხეში დაკავებულ ახალგაზრდებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ
თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
პოლიციამ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავა