FM97.5 / LIVE

საგამოცდო ციებ-ცხელება გრძელდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.05.2012
დილის 9:00 საათიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში უცხო ენაში საატესტატო გამოცდა მიმდინარეობს

საგამოცდო ციებ-ცხელება გრძელდება

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ანა დალალიშვილი გამოცდიდან უკვე გამოვიდა. შედეგით კმაყოფილია, 15 წუთში 9,24 ქულა დააგროვა: „არ იყო რთული კითხვები, უბრალოდ დაფიქრება სჭირდებოდა. დასმულ კითხვას ოთხივე მოცემული პასუხი შეესაბამებოდა, ამიტომ უფრო მეტად უნდა გეაზროვნა“.

დალალიშვილი ინგლისური ენის რეპეტიტორთან მეცადინეობს, თუმცა ამბობს, რომ იგივე შედეგს რეპეტიტორთან მიღებული ცოდნის გარეშეც დააგროვებდა.

დალალიშვილის თანაკლასელმა მაია გოგოლაძემ 8,84 ქულა მიიღო. მეგობრისგან განსხვავებით მიღებული შედეგით უკმაყოფილოა: „დამაბნეველი კითხვები იყო. თუმცა, არა იმდენად რთული რომ ვინმემ ბარიერი ვერ გადალახოს“.

საატესტატო გამოცდებზე გადასალახი ბარიერი 5,5-ია. ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ბექა ვარდიძისთვის 5,6-იც დამაკმაყოფილებელია: „ჯერ არ შევსულვარ გამოცდაზე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ქულას ავიღებ, მთავარია ატესტატი მივიღო“.

მიღებული შედეგით უკმაყოფილოა ამავე სკოლის მეთორმეტეკლასელი ალექსანდრე ბერიძე: „ისე ვნერვიულობდი რომ 4:00 საათის შემდეგ არ მიძინია. ნერვიულობის გამო 7 ქულა მივიღე. დროების ჩასმა გამიჭირდა, არტიკლისა და აღმატებითი ხარისხების შესახებ კითხვები მარტივი იყო“.

მეექვსე საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთა უმრავლესობამ ჩასაბარებლად ინგლისური ენა აირჩია, ნაწილი გერმანულს აბარებს.

- „ამ დრომდე ვინც გამოვიდა, მათი დონიდან გამომდინარე,მიღებული შედეგები დამაკმაყოფილებელია. ერთმა მოსწავლემ 10-იც მიიღო. გუშინდელ გამოცდაზე არავინ ჩაჭრილა და ვფიქრობ, დღესაც ასეთივე შედეგი გვექნება“, - გვითხრა მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
საატესტატო გამოცდები დაიწყო
საატესტატო გამოცდები - დღე მესამე
საატესტატო გამოცდები განახლდა
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე