სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რაბათის შესასვლელში გზა ფეკალური მასებით იტბორება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.11.2017
ახალციხეში, ისტორიული უბნის შესასვლელში, გზა, რომელსაც ათობით ტურისტი რაბათში მდებარე ისტორიულ ძეგლებამდე მიჰყავს, ფეკალური მასებით იტბორება.

რაბათის შესასვლელში გზა ფეკალური მასებით იტბორება

ახალციხეში, გურამიშვილის ქუჩაზე კანალიზაციის დაზიანებული მილიდან პერიოდულად ფეკალური მასა ამოდის. ისტორიული სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიიდან კანალიზაცია რაბათის უბნის შესასვლელვამდე ჩადის.

ადგილობრივების თქმით, მილი სამი თვის წინ დაზიანდა. მას შემდეგ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ არა ერთხელ მიმართეს, თუმცა, პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა.

„ცხელ ხაზზეც დავრეკეთ, წყლის კომპანიაშიც ვიყავით, რამდენჯერმე მოვიდნენ, დაუბერეს მილებს, ორი დღე გაძლო და ისევ გაჭედა მერე. ამას ერთჯერადი გაწმენდა კი არ უნდა, მილებია შესაცვლელი“, – ამბობს გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნანა ბერიძე.
მის მეზობლად მცხოვრებლები ამბობენ, რომ გურამიშვილის ქუჩაზე ასფალტი ორი წლის წინ დაიგო. ისეც ავარიული მილები კი მშენებლობის დროს კიდევ უფრო დაზიანდა.

რაბათის შესასვლელში გზა ფეკალური მასებით იტბორება

„მივმართეთ მაშინვე წყლის კომპანიას, რომ მილები შეეცვალათ, ჩვენც ვთავაზობდით ფინანსურად თანამონაწილეობას. მაგრამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინიეს. მერე მერიამ აქ გზა გააკეთა, ამ დამტვრეულ მილებს ასფალტი გადააფარეს“, – ამბობს შუშანა კაჭკაჭაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ პერიოდულად მილიდან ფეკალური მასა ამოდის. ბოლო სამი თვის განმავლობაში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გააქტიურდა: „გზაზე ხომ ვერ გაივლი და ეზოებშიც დაწყო კანალიზაციამ ამოსვლა. ხან ვისთან ამოდის და ხან ვისთან“.

რაბათის შესასვლელში გზა ფეკალური მასებით იტბორება

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარეთ ანტისანიტარიის გამო ბავშვების გამოშვება არ უნდათ. აქ მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინაა აუტანელი, როცა მზე აჭერს და თბილა. თუმცა, ისევე როგორც სიცხის, ყინვისაც ეშინიათ: „თუ დაყინა მერე კიდევ უფრო გართულდება ყველაფერი. სახლებში ამოგვივა კანალიზაცია. იქნებ მანამდე მოგვხედოს ვინმემ“.

გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მილები შესაცვლელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიულ უბანში პრობლემა ვერ მოგვარდება.

„დღის განმავლობაში უამრავი ტურისტი გადის ამ გზას. რა ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, როცა კაცი გზაზე ვერ გაივლის. გვითხრან ჩვენი მხრიდან რისი გაკეთებაა საჭირო და გავაკეთებთ. თუ ფულის დადებაა საჭირო, დავდებთ, ან ტექნიკა მაინც დაგვახმარონ“, – აცხადებს ანა რაზმახოვა.

რაბათის შესასვლელში გზა ფეკალური მასებით იტბორება

„გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ გურამიშვილის ქუჩაზე არსებული პრობლემის შესახებ მათთან არა ერთი შეტყობინებაა შესული.

„ყველა გამოძახებაზე გასულია მანქანა და წმენდენ. მანდ მილები შესაცვლელი არაა, კანალიზაცია იმიტომ იჭედება, რომ თვითონ მოსახლეობა ყრის შიგ მყარ ნარჩენებს“, – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და ამატებენ, რომ ამ ეტაპზე დასახლებაში მილები შესაცვლელი არაა.

რაბათის შესასვლელში გზა ფეკალური მასებით იტბორება


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

რაბათის შესასვლელში კანალიზაციის მილი შეცვალეს
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ამოდის
ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის
10 დღეა ორბელიანის ქუჩაზე   კანალიზაცია ამოდის
ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა იღვრება
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მეორე დღეა წყლის მილია დაზიანებული