სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომი მეორე ტურის მოლოდინში [Photo/Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 09.11.2017
სამ დღეში, ბორჯომი, ახალ მერს აირჩევს. ვინ გახდება ბორჯომის მერი, ამ ეტაპზე პროგნოზი ყველას უჭირს, ვინაიდან, იმ ორ კანდიდატს შორის, ვინც ახლა საარჩევნო მარათონშია ჩართული, პირველ ტურში განსხვავება მხოლოდ 24 ხმა იყო.

ბორჯომი მეორე ტურის მოლოდინში [Photo/Video]

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. სამცხე–ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, ახალარჩეული მერის ვინაობა უკვე ცნობილია და გამარჯვებული კანდიდატები ზეიმობენ. პარალელურად, ქუჩებიდან ნელ–ნელა ქრება საარჩევნო პლაკატებიც.

ბორჯომში კი წინასაარჩევნო ციებ–ცხელება ჯერ არ ჩამქრალა. ბორჯომის მერობის შვიდი კანდიდატიდან, გამარჯვებისთვის საჭირო 50%+1 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა და აქ მეორე ტური უნდა გაიმართოს.

ბორჯომი მეორე ტურის მოლოდინში [Photo/Video]

პირველი ტურის შედეგები ბორჯომში. ინფოგრაფიკა © ცესკო


არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 12 ნოემბერს უნდა გაიმართოს, პირველ ტურში პირველ–მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მონაწილეობენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 21 ოქტომბერს, ამომრჩევლის ხმათა უმეტესობა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ და "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ მიიღეს. შესაბამისად, ეს ორი კანდიდატი მონაწილეობს მეორე ტურში, რომელიც, წინასწარი პროგნოზის მიხედვით, საკმაოდ კონკურენტული იქნება.

როგორც ცესკოს ვებგვერდზე დაცული მონაცემებით ირკვევა, ბორჯომის საარჩევნო უბნიდან, პირველი ტური 15 უბანზე "ოცნების", ამდენივე უბანზე კი "პატრიოტების" კანდიდატმა მოიგო. მათ შორის განსხვავება, მხოლოდ 24 ხმაა – 24 ხმით აჯობა პირველ ტურში, მმართველი გუნდის კანდიდატმა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს.

ბორჯომი მეორე ტურის მოლოდინში [Photo/Video]

ბორჯომში ფიქრობენ, რომ ორივე კანდიდატს გამარჯვების ერთნაირი შანსი აქვს. ფოტო: © wikipedia.org


კონკურენტები


ბორჯომის მერობის ორივე კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია აცხადებს, რომ პირველ ტურთან შედარებით, ისიც და მისი გუნდიც გაორმაგებულად მუშაობენ. აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.



ლიპარტიასგან განსხვავებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებზე ზეწოლებზე საუბრობს მისი კონკურენტი ზაზა ჩაჩანიძე.



არჩევნების მეორე ტურში მონაწილე მერობის ორივე კანდიდატს, განსხვავებული წარსული აქვს.

ზაზა ჩაჩანიძე პოლიტიკაში სამი წლის წინ, ბიზნესიდან მოვიდა.2014 წლის 15 ივლისიდან იგი ბორჯომის მუიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. ამბობს, რომ მისი და „ქართული ოცნების“ გზები ორი წლის წინ გაიყარა. ახლა იგი ბორჯომის მერობისთვის "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იბრძვის.

საინტერესოა, რომ ამ არჩევნებზე, "პატრიოტთა ალიანსმა", ბორჯომის საკრებულოში 11 დეპუტატი შეიყვანა, – 6 მაჟორიტარული და 5 პროპორციული წესით. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პარტიას ყველაზე მეტი დეპუტატი, ქვეყნის მასშტაბით, სწორედ ბორჯომში ჰყავს.


განსხვავებით ზაზა ჩაჩანიძისგან, პოლიტიკაში არასდროს ყოფილა და არც თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილება აქვს, მმართველი გუნდის კანდიდატს, ლევან ლიპარტიას. იგი 2007 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების: „კრედოს“, „ქართული კრედიტისა“ და „კრისტალის“ ბორჯომის ფილიალების მმართველი;

N8 ზაზა ჩაჩანიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
დაიბადა 1969 წლის 5 მარტს ბორჯომში;
1985 წელს დაამთავრა ბორჯომის N3 საშუალო სკოლა;
1989–93 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით;
1993–96 წლებში იყო შპს „ნუა“–ს დირექტორი;
1996–2004 წლებში იყო ქართულ–ებრაული ერთობლივი საწარმო „BIG” გენერალური დირექტორი;
2011–14 წლებში იყო შპს „არტგრუპდინასტ“–ის დირექტორი;
2014–17 წლებში იყო ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე;


N41 ლევან ლიპარტია – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“
დაიბადა 1981 წლის 11 იანვარს;
1998–2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობაზე;
პარალელურად სწავლობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში საბანკო–საგადასახადო საქმის სპეციალობაზე, რომელიც 2003 წელს დაამთავრა;
2004 იანვრიდან ივნისამდე ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და განათლების სამსახურის უფროსი;
2004 წლიდან დღემდე მუშაობს ბორჯომის სხვასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.


ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ბორჯომში ადგილობრივებს პროგნოზი უჭირთ. ნაწილის აზრით, შანსები თანაბარია.ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი წაგებას არ შეეგუება და იმ ამომრჩევლებზე იმუშავებს, ვინც პირველ ტურში სხვა კანდიდატს მისცა ხმა. მუშაობაში ადგილობრივები ყველა მეთოდს გულისხმობენ, მათ შორის, ზეწოლასა და დაშინებას.



ვის აქვს გამარჯვების შანსი


როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პროგნოზი უჭირთ ექსპერტებს. თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია, რაც მმართველი გუნდის გამარჯვებას განაპირობებს.

„თუ მეორე ტურში გადის „პატროტთა ალიანსი“, ამ შემთხვევაში დასავლურად ორიენტირებული ამომრჩეველი იძულებულია, თუ მივა არჩევნებზე, მხარი დაუჭიროს „ოცნებას“. ასეთი პარტიები სამწუხაროდ დამატებითი რესურსის მობილიზებას ვერ ახერხებენ და რჩებიან საკუთარი ამომრჩევლის ანაბარად. მმართველ პარტიას უფრო მეტი შანსი აქვს ამ შემთხვევაში დამატებითი რესურსი მოიძიოს მათი მოწინააღმდეგე ამომრჩევლებისგან", – ამბობს კოტე კანდელაკი.

ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტის და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის დავით ლოსაბერიძის თქმით, საბოლოო შედეგები ადგილობრივების აქტიურობაზეა დამოკიდებული, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას ოპოზიციური პარტიის კანდიდატის გამარჯვება სურს, მაშინ არჩევნებზეც უნდა მივიდნენ: „ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რაც უფრო ნაკლები მივა არჩევნებზე, ჩვენი გარემოდან გამომდინარე, ადმინისტრაციული რესურსი უფრო იმოქმედებს“.



მრავალპარტიული საკრებულო


ვინ გახდება ბორჯომის მერი, საინტერესო იმ კუთხითაცაა, რომ ბორჯომი სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტს შორის ერთადერთია, სადაც საკრებულო ყველაზე მრავალპარტიულია და სადაც, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ აქვს.

ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 13 "ქართულ ოცნებას", 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. და ასევე, საინტერესოა ისიც, რომ 15 ოპოზიციონერი დეპუტატიდან, 11 "პატრიოტთა ალიანსის" წევრია.

პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება ბორჯომში:

1. „ქართული ოცნება“ – 13 დეპუტატი;
2. „პატრიოტთა ალიანსი“ – 11 დეპუტატი;
3. „ნაციონალური მოძრაობა“ – 2 დეპუტატი;
4. „ევროპული საქართველო“ – 1 დეპუტატი;
5. „ლეიბორისტული პარტია“ – 1 დეპუტატი.


ბორჯომი მეორე ტურის მოლოდინში [Photo/Video]


ვის მოუწევს მომდევნო 4 წელიწადი ბორჯომზე ზრუნვა, უკვე სულ მალე, ერთ კვირაში გაირკვევა; პოლიტიკური ტემპერატურა ბორჯომში უკვე პიკს აღწევს.

ცესკოს მონაცემებით, N36–ე ბორჯომის ოლქში რეგისტრირებული 26 524 ამომრჩევლიდან, არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 13 046–მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.19%–ს შეადგენს.

ამ 13 ათასი ამომრჩევლის ხმიდან, პირველ–მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა 10 ათასი ხმა მიიღეს [5059 –ლიპარტიამ; 5035 – ჩაჩანიძემ]. თუ დავუშვებთ, რომ მეორე ტურშიც ამდენივე ამომრჩეველი მივა, რასაც გასულ წლებში ჩატარებულ მეორე ტურების გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკლებად ელიან, გამოვა, რომ კონკურენტებმა, სხვა ოპოზიციური კანდიდატებისთვის მიცემული 3 ათასი ხმისთვის უნდა იბრძოლონ.



როგორ გადანაწილდება ხმები მეორე ტურში, არჩევნების შემდეგ გვეცოდინება. თუმცა, ეს გარკვეულწილად, იმაზეცაა დამოკიდებული, რას გააკეთებს ან ერთი, ან მეორე კანდიდატი ამომრჩეველთა გულის მოსაგებად.

[თინათინ ზაზაძე, ოთარ აწყურელი, ბორჯომი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მეორე ტურის შედეგები ბორჯომში [სრული]
ზაზა ჩაჩანიძე:  თუ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ,  ოპოზიციონერი მერი უნდა ავირჩიოთ
ბორჯომში, მეორე ტურში, ამომრჩეველთა 52,9%–მა მიიღო მონაწილეობა
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ბორჯომში მერის არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო
ბორჯომში ხმებს ითვლიან – მერობის ორივე კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია
ლევან ლიპარტია – 40.54%, ზაზა ჩაჩანიძე – 40.23% – ბორჯომში მეორე ტური იქნება