სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დაბინძურებული მდინარე აბასთუმანში და თვითმმართველობის რეაგირება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.11.2017
აბასთუმანში დაბინძურებული მდინარე ოცხეს დასუფთავების შესახებ ადიგენის გამგეობამ გარემოსდაცვითი დეპარტამენტიდან შეტყობინება სექტემბერში მიიღო, თუმცა მდინარე ამ დრომდე არ გაუწმენდიათ.

დაბინძურებული მდინარე აბასთუმანში და თვითმმართველობის რეაგირება

კურორტ აბასთუმანში მდინარე ოცხე დასახლებული პუნქტის მთელ მონაკვეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედახმედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ სექტემბერში დააფიქსირა. იმის გამო, რომ აღნიშნულმა უწყებამ სამართალდამრღვევი ვერ გამოავლინა, ოცხეს დასუფთავების შესახებ ადიგენის გამგეობას მისწერა.

სექტემბრის ბოლოს გადაიღო „სამხრეთის კარიბჭემაც“ დაბინძურებული ოცხეს ნაპირები აბასთუმანში. მაშინ ადგილობრივები, ნანა აღლემაშვილი და ნინო სორდია აცხადებდნენ, რომ მდინარის კალაპოტი არავის დაუსუფთავებია. ასეთი შაბათობის მოწყობის შემთხვევაში კი მზადყოფნას გამოთქვამდნენ, რომ გარემოს ნარჩენებისგან გაწმენდაში თავადაც ჩერთვებოდნენ.

„სამხრეთის კარიბჭე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურიდან პასუხს იმის შესახებ, თუ რა რეაგირება მოახდინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან შესულ წერილზე, სამ კვირაზე მეტ ხანს ელოდა.

მთავარმა სპეციალისტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში ჯაბა ენუქიძემ ჯერ მოუცლელობის გამო გაგვითიშა ტელეფონი, შემდეგ კი მის ტელეფონს სხვამ უპასუხა.

წამყვანი სპეციალისტი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში ბადრი მათოშვილი აცხადებს, რომ პირველი ნოემბრიდან შვებულებაში იმყოფება, მანამდე კი მდინარის დასუფთავების ფაქტს ვერ იხსენებს: „ვატარებთ ხოლმე შაბათობებს, ალბათ დავასუფთავებდით, არ ვიცი“.

მდინარე ოცხეს კალაპოტის დასუფთავების შესახებ არც გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმანში გიორგი გედევანიძე საუბრობს: „ახლა ზრდილობის გულისთვის მოგისმინეთ, ისე არ მცალია. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მდინარის კალაპოტი დაასუფთავეს, მაგრამ ისევ დაბინძურდა. თუმცა, როდის გავიდა ჯგუფი ოცხედან ნარჩენებისგან გასაწმენდად, არც აქ იციან.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კი მონიტორინგი იმაზე, თუ რამდენად მოახდინა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე რეაგირება, ჯერ არ განუხორციელებია.

„ვადები არ არის განსაზღვრული, თუ რა პერიოდში უნდა დაასუფთავოს უწყებამ მითითებული ადგილი. ამიტომ ამ ეტაპზე ადიგენის გამგეობას ოქმს ვერ შევუდგენთ. ჩვენი სამსახური ბუნებრივია კონტროლს ახორციელებს და ამ ფაქტს გადაამოწმებენ“, – ამბობს არემოსდაცივით ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს იურისტი თამარ ლომიძე.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიები დაასუფთავეს
მდინარის დაბინძურების გამო ახალციხის სასაკლაოს დააჯარიმებენ
ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს
რეორგანიზაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში
ბორჯომში მდინარე მტკვრიდან 19 თევზსაჭერი ხაფანგი ამოიღეს
ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომში მინისტრმა და ადგილობრივებმა მდინარე მტკვრის კალაპოტი დაასუფთავეს