სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრალური წყლის მილს მდებარეობას შეუცვლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.11.2017
ახალციხის ცენტრალური წყლის მილს, რომელიც 7000–მდე აბონენტს ამარაგებს, მეწყერსაშიში ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიტანენ.

ახალციხის ცენტრალური წყლის მილს მდებარეობას შეუცვლიან
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უფროსის მოადგილემ ზაზა სიხარულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და დოკუმენტები ტენდერზე გასატანად მზადდება: „მილს მეწყერსაშიში ზონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ზედა მხარეს გადავიტანთ“.

წყალმომარაგების კომპანიამ გეოლოგიური კვლევა ახალციხიდან სოფელ ურავლის მიმართულებით, მე–11 კილომეტრზე,150 მეტრიან მონაკვეთში ერთი წლის წინ ჩაატარა. დასკვნის მხიედვით ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, რაც გრუნტების მნიშვნელოვან გაწყლოვანებაში გამოიხატება, მეწყერი აქტიურ ფაზაში გადავა და ამის გამო მილი გაწყდება.

შეკითხვაზე, ერთი წლის წინ დადებულ დასკვნაზე რეაგირება რატომ დაგვიანდა, სიხარულიძე გვპასუხობს: „სადაც მილი გადაგვაქვს იქ კერძო ბაღებია, მათთან მოალაპარაკებას დრო უნდოდა. ეს მოლაპარაკებები დასრულდა და კომპენსაციებიც გავეცით“.

როდის დაიწყება სამუშაოები და შეუშლის თუ არა ამას ხელს მოახლოებული ზამთარი, სიხარულიძე ამაზე ვერ საუბრობს: „ვერაფერს გეტყვით, ყელაფერი დამოკიდებული ტენდერზე იქნება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ
რაბათის შესასვლელში კანალიზაციის მილი შეცვალეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
მეწყერის გამო, ახალციხის რამდენიმე სოფელს გზის, ქალაქს კი სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება