სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.11.2017
ადიგენში, სოფელ ქვემო ენთელში ტეფნაძეების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტეფნაძეების ოჯახი ამ სოფელში მცხოვრები ერთადერთი ოჯახი არ არის, რომლებიც ამბობენ, რომ სოციალური დახმარება ეკუთვნით, მაგრამ, არ აქვთ.

ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე
ლია ტეფნაძე


სოფელ ქვემო ენთელში, ცენტრალური გზის გვერდით, ერთი პატარა ხის სახლი დგას, რომელშიც 60 წლამდე ასაკის მარტოხელა და–ძმა ცხოვრობს. ძველის ხის შენობა, რომელიც ასევე ძველი ხის ბოძებზეა შემდგარი, ერთ მხარეს უფრო მეტად არის გადახრილი და გადაყირავებისგან იქვე ახლადაშენებული სახლის კედელი იცავს. ამ ეზოში ხშირად ნაახავთ მეზობლებს, რომლებიც გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებიან.

57 წლის ლია ტეფნაძე თითქმის ერთი თვეა ლოგინადაა ჩავარდნილი: „მითხრეს, რომ ფეხზე „წითელი ქარი“ მაქვს. ფეხი მიშავდებადა საშინელი ტკივილი მაქვს“.

ლია ტეფნაძესთან ერთად მისი 60 წლის ძმა ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მისი 100 ლარიანი პენსიაა.

„მეზობლები ვეხმარებით, დღეს მე დავულაგე სახლი. 40 ლარის წამლები მეზობელმა უყიდა. ყველას გვიჭირს, სადამდე შევძლებთ დახმარებას, მე თვითონაც ავად ვარ“, – ამბობს მეზობელი ეთერ სულაბერიძე.

ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე
ტეფნაძეების სახლი


ქვემო ენთელში ფიქრობენ, რომ ტეფნაძეების ოჯახი ერთ–ერთი ყველაზე გაჭირვებულია მთელს სოფელში, მიუხედავად ამისა შემოწმების შემდეგ ყოველთვის მაღალი ქულები მოსდით.

„ეს არის სამართალი?! ვისაც მართლა უჭირს იმას არ ეხმარებიან. სოფელმა მოუტანა შეშა. მის ძმას კი მისი დაჩეხვის თავიც არ აქვს. ორი ოპერაცია აქვს თავზე გაკეთებული“, – ამბობს ლალი ტაბატაძე.

საჭირო მედიკამენტების და საკვები პროდუქტების არარსებობის გარდა, ტეფნაძეებს სხვა პრობლემებიც აქვთ. ხის სახლი ავარიულია, კდელები კი ერთმანეთს ისეა დაშორებული, ოჯახის დიასახლისს ძველი ნაჭრები აქვს ჩაწყობილი.

„ჩვენი საკრებლოს დეპუტატს ვუთხარი ჩემი გაჭირვება და მითხრა, მე არაფერი შემიძლიაო. მთელი წელი ვიწვალე და წვირილი კარტოფილი ამოვიდა. არაფერი შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს ლია ტეფნაძე.

ტეფნაძეები ადიგენის სოციალური სამსახურის სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოლოს 2017 წლის აგვისტოში გადაამოწმეს. ოჯახი სააგენტოს ბაზაში 2006 წლიდან არის რეგისტრირებული.

ლია ტეფნაძე ფიქრობს, რომ სარეიტინგო ქულა იმ მშენებარე სახლმა მოუმატა, რომელიც მის ეზოში დგას: „აგენტმა დაწერა მშენებარე სახლი, სინამდვილეში ამ სახლის მშენებლობა ათი წლის წინ დავიწყე და რადგან ამის საშუალება არ მაქვს, დღემდე დაუსრულებელია“.

სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაძლოა აღნიშნულმა სახლმა ოჯახს მოუმატა ქულები, თუმცა ეს, მის სარეიტინგო ქულაზე, მნუშვნელოვან გავლენას არ მოახდენდა.

„საპენსიო ასაკის ასაკობრივი პენსია არცერთს არ უწევს. თუმცა ძმას აქვს მეორე ჯგუფის სტატუსი და შესაბამის პენსიას იღებს. ამ ქალბატონს ჰყავს ორი შვილი, რომელიც ცოტას ასევე ქულას მოუმატებს. ჯანმრთელობის პრობლემა დეკლარაციაში ასახული არ არის და არც შშმ პირის სტატუსი არ აქვს.წითელი ქარები იმ ჩამონათვალში არ არის, რომლის გამოც შეიძლება შშმ სტატუსი მიენიჭოს, ან ფორმა–100 წარმოადგინოს, როგორც ქრონუკული დაავადების მქონემ. გარდა ამისა, აქვს მიწის ნაკვეთებიც“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ტეფნაძეებს სოციალური აგენტი განცხადების დაწერის შემთხვევაში ერთი წლი შემდეგ, მომავალ აგვისტოს გადაამოწმებს, მანამდე ოჯახს როგორც დაავადებასთან, ასევე არსებობისთვის, ბრძოლა მოუწევს.

ტეფნაძეების მსგავსად, სოციალური დახმარების მიღების მიზნით, ყოველწლიურად განცხადებას წერს ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში მანანა ხარაიშვილიც.

„ოჯახის ოთხი წევრი ვართ და მეხუთეს ველოდებით იანვარში. სამჯერ დავწერე განცხადება და ყველაზე მაღალი ქულა მომივიდა. მარტო ჩემი პენსია მაქვს. შვილიც უმუშევარია. ორი წლის წინ თურქეთში წავიდა სამუშაოდ სიძესთან ერთად, სიძე დაიკარგა და დღემდე არც ცოცხალი ჩანს არც მკვდარი. ესეც ვეღარ მიდის შეეშინდა. როგორ ვიცხოვროთ, სამუშაო არსად არის“ , – ამბობს ქვემო ენთელში მცხოვრები მანანა ხარაიშვილი.


ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე
მანანა ხარაიშვილი


მისი თქმით, ოჯახს შემოსავალი არ აქვს, რის გამოც ავარიული სახლის შეკეთებას ვერ ახერხებს.


მეზობლებისგან განსხვავებით მერი სახამბერიძეს წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას იღებდა, თუმცა მოუხსნეს.

„წელიწადი გავიდა რაც მომიხსნეს. სესხი ავიღე სახურავი რომ გადამეხურა, ისე წვიმდა, როგორც გარეთ, მთელი კედლები დახსნილია, იატაკი დამპალია. იმდენი საშუალება არ გვაქვს, რომ კედლები გავაკეთო. კოჭებიც მეზობლებმა მომიტანეს. ავადმყოფი ქალი ვარ, თირკმელები მაქვს დაავადებული და ექიმთანაც კი ვერ მივდივარ“.

ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე
მერი სახამბერიძე

ქვემო ენთელში ამბობენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოფელში სოციალური დახმარება ბევრს მოუხსნეს, თუმცა რა მიზეზია, არ იციან.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით საარსებო შემწეობის მიმღები იყო 2 341 პირი, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდში მათი რიცხვი 3 პირით არის გაზრდილი.

„რამდენ ბენეფიციარს შეუწყდა სარსებო შემწეობა, სამწუხაროდ ასეთ მონაცემებს ვერ ვაწარმოებთ, თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რამდენ პირს აქვს ამ ეტაპზე დახმარება და რამდენს ჰქონდა გასული წლის იგივე პერიოდში“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ადიგენის 2017 წლის ბიუჯეტში, სოციალურ პაკეტში, 155 000 ლარი იყო გათვალიწინებული. ამ ეტაპზე აღნიშნული თანხა გახარჯულია. იმისათვის რომ მოქალაქემ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებით ისარგებლოს, გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე უნდა გავიდეს.
მოქალაქეს, ერთი წლის განმავლობაში, სოციალური პაკეტით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია. მან თანხა ოპერაციის დაფინანსებისთვის, ან გამოკვლევისა და წამლების შესაძენად უნდა მოითხოვოს. დახმარების მისაღებად სოციალურად დაუცველის სტატუსი არ არის საჭირო. მსურველმა გამგეობას სხვადასხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობაც უნდა დაურთოს, სადაც ნათქვამია, რომ ის ოჯახი გადახდის უუნაროა.

სოციალური პაკეტისთვის გათვალიწინებული თანხა უკვე გახარჯულია, წლის ბოლომდე კიდე ორი თვეა დარჩენილი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდება, ადიგენის გამგეობა თანხის გამოყოფას საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.

„ამ დროისთვის 6 ადამიანი ითხოვს დახარებას და ხვალ საკრებულოს სხდომაზე განვიხლავთ“, – ამბობს ადიგენის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბენეფიციართა კომისიის თავმჯდომარე როინ ძაძამია.


[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
ტაძრისში მცხოვრებ ხუციშვილებს სახლი ენგრევათ
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება