სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულომ მუშაობა შეაჯამა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.11.2017
2014 წლის მოწვევის ადიგენის საკრებულომ, მუშაობა დაასრულა. ბოლო სხდომის გამართვის შემდეგ, დეპუტატებმა სამწელიწად–ნახევრიანი მუშაობა შეაფასეს.

ადიგენის საკრებულომ მუშაობა შეაჯამა

მმართველი გუნდის დეპუტატები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ადიგენში „აღორძინების პერიოდი“ დაიწყო, ოპოზიცია კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

„კომპენსაციების გამცემ საკრებულოდ უფრო შევაფასებ, ვიდრე საქმეზე ორიენტირებულად“, – ამბობს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რატი ტატალაშვილი, – „ამ პერიოდში იმდენი კომპენსაცია გაიცა, რომ მსგავსი არსად მომხდარა. ვსაუბრობ თავმჯდომარის იმპიჩმენტზე, მემკვიდრეობა დატოვეს პირველი მოადგილის კომპენსაციაზეც. საბედნიეროდ (მინდია ჯელია, გამგებლის ყოფილი მოადგილე ს.კ)კანონიერად შეუწყდა ლეგიტიმაცია, რადგან არჩევნები ჩატარდა, თორემ კიდევ უსაშველოდ გაიზარდებოდა კომპენსაციის თანხა“.

მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატებს გამოცდილება არ ჰქონდათ და საკრებულო ასეთი პრობლემების წინაშე ამიტომ დადგა: „ახალი მოწვევის საკრებულოში დეპუტატების დაახლოებით 50% ისევ ძველი დეპუტატები იქნებიან, ამ პერიოდის განმავლობაში გარკვეული გამოცდილება და ცოდნა შეიძინეს. ჭკვიანი ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ალბათ გამოიყენებენ ამ შანსს“.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმპიჩმენტის წესით გადაყენებულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ადიგენის თვითმმართველობას საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო, რის გამოც საკრებულო იძულებული გახდა ლევან ლობჯანიძისთვის კომპენსაცია, 60, 950 ლარი გადაეხადა.

საკრებულოს დეპუტატი ლევან ლობჯანიძე, რომლის იმპიჩმენტზეს საუბრობს რატი ტატალაშვილი, ფიქრობს, რომ ადიგენის საკრებულოში ორი მძიმე წელი იყო: „თავიდან გეგმებიც იყო და ენთუზიაზმიც, მოსახლეობაც დიდი სიხარულით შეეგება. იყო წინგადადგმული ნაბიჯები, იმისათვის, რომ თვითმმართველობა დაცული ყოფილიყო პარტიული ნიშნით ზეწოლისგან, მმართველი პარტიისგან და ადგილობრივი თანამდებობის პირებისგან. შევეცადე საკრებულო ყოფილიყო დამოუკიდებელი და გარედან კარნახის გარეშე ემოქმედა, რაც გადაყენების ფასად დამიჯდა“.

მიუხედავად მომხდარისა, ლევან ლობჯანიძე საკრებულოს მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ პერიოდში ადიგენის განვითარებისთვის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: „ფაქტობრივად, საკრებულო გახლეჩილი ამთავრებს თავის მოღვაწეობას. გახლეჩის პერიოდშიც, სახელმწიფო პროგრამებს ზიანი არ მიყენებია, ბევრი სერიოზული პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. დაძაბულობა არ ასახულა მუშაობაზე, რაიმე საკითხი რომ ჩავარდნილიყო, ასეთი რამ არ მომხდარა. შევეცადე თბილი დამოკიდებულება მქონოდა ყველასთან, მათთანაც, ვინც ორჯერ მომიწყო იმპიჩმნეტი, მაგრამ ფაქტობრივად არ შედგა. გამგებელსაც ეს უნდოდა და სულ დაძაბულობაში ვიყავით“.

მისივე თქმით, იყო ისეთი საკითხებიც, რომლის დროსაც დეპუტატები ვერ თანხმდებოდნენ: „რომ მომენდომებინა რაიმე საკითხის ჩავარდნა ან ეჭვის შეტანა, ვერ ვახერხებდი. მაშინვე შეიკრიბებოდა ჯგუფი და ბლოკავდა საკითხს. მაგალითად, ეს აბასთუმანში ქონების იჯარით გაცემას, ან გასხვისებას ეხება“

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მმართველი გუნდის დეპუტატები. მათი თქმით, ადიგენში ბევრი პრობლემა მოგვარდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად კარგად იმუშავა გამგეობის სოციალურმა პაკეტებმაც.
„ინფრასტრუქტურულ პროეტქები და სოციალური პროგრამები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. 80% მოასფალტდა. საბავშვბო ბაღები ჩადგა „ჩარჩოებში“. ჩვენ მოსავლამდე 200 აღსაზდელი იყო ახლა 600–ზე მეტი გვყავს“, – ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ იმედა მღებრიშვილი.

მთავარ მიღწევად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს დეპუტატი ბაგრატ ხოზრევანიძეც: „სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა, სანიაღვრე არხები გაკეთდა, გზები დაიგო, მეც მონაწილე ვარ ამ პროცესებს. ყველა ამ საკითხს ვუჭერდი მხარს“.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
დღეს ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტზე იმსჯელებს
ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
მზადება განმეორებითი იმპიჩმენტისთვის ადიგენში