სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალარჩეული მერები მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.11.2017
თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერები, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვეს, მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ.

ახალარჩეული მერები მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ

ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგად 64-დან არჩეულია 58 მერი. ყველა მათგანი მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებს (საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს).

ცესკოს ცნობით, ზემოაღნიშნული 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ.

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ახალი მერი მუშაობას 12 ნოემბერს ხუთ მუნიციპალიტეტში შეუდგება. ახალციხეში მუშაობას დაიწყებს – ზაზა მელიქიძე; ადიგენში – ზაქარია ენდელაძე; ასპინძაში – როსტომ მაგრაქველიძე; ახალქალაქში – იურიკ უნანიანი; ნინოწმინდაში – ანივარდ მოსოიანი. ბორჯომში კი მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე უპირისპირდებიან. პირველ ტურში ლიპარტიამ ამომრჩეველთა ხმების – 40.35%, ჩაჩანიძემ კი 40.15% მიიღო. მათ შორის განსხვავება მხოლოდ 24 ხმაა.

ცესკოს ინფორმაციით, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

დღეს ბორჯომში არჩევნების მეორე ტური იმართება
ბორჯომში მერის არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო
ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ახალმა მერებმა გადაიბარეს
ლევან ლიპარტია – 40.54%, ზაზა ჩაჩანიძე – 40.23% – ბორჯომში მეორე ტური იქნება
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა