სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.11.2017
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაცია რეაბილიტირებული შენობის გასახსნელად ემზადება, თუმცა ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი უთმობენ თუ არა დარბაზს სკოლასთან არსებულ ანსამბლს.

გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

პირველ საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხეთი“ პირველ სკოლაში გააგრძელებს თუ არა ცეკვას უცნობია. სკოლის ადმინისტრაციამ ჯერ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

„სკოლაში რემონტი რომ დაიწყეს, მუშებმა მასალა, რომლითაც იატაკი უნდა დაეგოთ, ჩემი რეკომენდაციით შეარჩიეს. რემონტის დროსაც ხშირად მივდიოდი და ვნახულობდი როგორ ეწყობოდა დარბაზი. ახლა რატომ შეცვალეს პოზიცია არ ვიცი“, – ამბობს ანსამბლ „მესხეთის“ ხელმძღვანელი ლევან ქიმერიძე.

მისივე თქმით, დარბაზი სპეციალურად ცეკვისთვისაა გათვალისწინებული და ამის შესახებ საუბარი სკოლის დირექტორთან ჟუჟუნა გოგოლაურთანაც არა ერთხელ ჰქონია: „მითხრა რემონტი რომ დასრულდება და სკოლაში შევალთ მერე გადავწყვიტოთ ეგ საკითხიო, შესაძლებელია რომ მრავალფუნქციური გახდეს ეგ დარბაზი და მასში კონფერენციებიც მოეწყოს ხშირადო“.

ქიმერიძე ამბობს, რომ დარბაზის მრავალფუნქციურობა ანსამბლს მუშაობაში ხელს არ შეუშლის: „დარბაზს ნებისმიერ დროს დავუთმობთ ადმინისტრაციას ტრენინგებისთვის და კონფერენციების მოსაწყობად“.

ანსამბლის ხელმძღვანელთან ერთად სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ მოსწავლეების მშობლებიც.

„ბავშვებისთვის ეს ბევრად მოსახერხებელია, ამიტომ მასწავლებელს ყველა მხარში დავუდგებით. „მესხეთი“ წლებია პირველ სკოლასთან ასოცირდება და ძალიან ცუდი იქნება თუ აქ მას დარბაზს არ დაუთმობენ. ვფიქრობ ეს სკოლის ინტერესებში უდნა შედიოდეს. მგონია, რომ ასე სასწავლებელი უფრო წარმატებული და სახელოვანია“, – ამბობს მშობელი ეკა ჩიტაშვილი.

მას ეთანხმება ამავე ანსამბლში ერთ–ერთი მოცეკვავის დედა მზია გვარამაძე: „ჩემი შვილი მეექვსე კლასიდან ცეკვავს და ახლა უკვე სოლისტია. ჩვენ მშობლებს რაც შეგვეძლება ყველეფარეს გავაკეთებ იმისთვის, რომ „მესხეთი“ ისევ პირველ სკოლაში დაბრუნდეს“.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის დაეთმობა თუ არა დარბაზი ანსამბლს სკოლაში. მისი თქმით, დარბაზი მხოლოდ ცეკვისთვის არ გარემონტებულა და მას მრავალი ფუნქცია ექნება, თუმცა, რამდენად იქნება მათ შორის ერთ–ერთი მისი საცეკვაოდ გამოყენება, არ იცის:"საცეკვაო დარბაზს ვინ ჩივის, ბუფეტიც კიარ აქვს სკოლას. თან სკოლა სრულყოფილად არ არის დასრულებული, ამიტომ მანდ დარბაზების გაქირავების უფელბა რამდენად მექნება ან როგორ ეგეც არ ვიცი. დასრულდეს რეაბილიტაცია და მერე გადაწყდება ყველაფერი".

იგი ანსამბლს საცეკვაოდ სპორტ დარბაზს სთავაზობს. თუმცა ქიმერიძის თქმით, აკუსტიკის გამო აქ ცეკვა შეუძლებელი იქნება.

„ანსამბლ“ მესხეთს 300–მდე მოსწავლე ჰყავს. იმის გამო, რომ პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მას სამი დარბაზის გამოცვლა მოუწია. „მესხეთი“ ჯერ მესამე საჯარო სკოლის სპორტდარბაზში იყო, შემდეგ თეატრის შენობაში, თუმცა აქაც სარემონტო სამუშაოების გამო იძულებული გახდა შენობა დაეტოვებინა. ამჟამად კი მეცადინეობები რესტორან „ტყუპების“ ნაქირავებ დარბაზში მიმდინარეობს.

„ცოტახნის წინ ბულგარეთში ცეკვაში პირველი ადგილი ავიღეთ, ამის შემდეგ არაერთი მომწვევა მოგვივიდა სხვადასხვა ქვეყნებიდან და სამუშაო ბევრი გვაქვს, ამიტომ სხვა გზა აღარ გვქონდა და „ტყუპებში“ დარბაზი ვიქირავეთ მოსამზადებლად“, – აცხადებს ქიმერიძე.

ანსამბლის მოცეკვავეების 70–ზე მეტმა მშობელმა სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვა. ისინი არსებულ ვითარებაში დახმარებას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძე სთხოვენ. განცხადებას ადმინისტრაციაში უახლოეს დღეებში შეიტანენ.

შეგახსენებთ, რომ პირველ სკოლაში „მესხეთისთვის“ დარბაზის გამოყოფის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ გასულ წელს დადგა. ოთხ ათეულ წელზე მეტია რაც ანსამბლი პირველ სკოლასთან არსებობს.

გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

პირველ სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'