სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სტრასბურგის სასამართლომ მოხეს საქმის განხილვა დაასრულა

მთავარისიახლე, სამართალი 06.11.2017
ადიგენში, სოფელ მოხეში, მუსლიმი თემის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა.

სტრასბურგის სასამართლომ მოხეს საქმის განხილვა დაასრულა
სტრასბურგის სასამართლომ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სარჩელი განიხილა. საქმე ადიგენში, სოფელ მოხეში ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება.

„სასამართლომ საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია და საქმის განხილვა უკვე დაასრულა, ახლა გადაწყვეტილებას ველოდებით, თუმცა როდის იქნება ცნობილი არ ვიცით“, – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ EMC დავობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ორგანიზაცია განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევას ამტკიცებს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სტრასბურგის სასამართლომ EMC–ის საჩივარი წარმოებაში მიიღო
EMC-მ  მოხის საქმეზე  სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
ომბუდსმენი: მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი
საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ
ვანო მერაბიშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა