სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.11.2017
ახალციხის პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს, თუმცა ჯერ სარემონტო სამუშაოების დასრულების ზუსტი თარიღი უცნობა.

პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დღეს, 6 ნოემბერს დაფები და სკამების ნაწილი შეიტანეს. სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის თქმით, ამ დროისთვის სამშენებლო მასალებისგან გასაწმენდი მხოლოდ პირველი სართული დარჩა, მეორე და მესამე სართულზე კი ოთახებში ნელ–ნელა ინვენტარი შექავთ.

„ჯერ ზუსტად არ ვიცით სკოლა როდის გაიხსნება. მანამდე მერიაში განცხადება უნდა შევიტანო და ინვეტარის გადასაზიდად ვთხოვო, რომ მანქანები გამომიყონ. გარდა ტექნიკისა, ხალხის დახმარებაც გვჭირდება, თუ ვინმე ამის სურვილს გამოხატავს ძალიან დაგვეხმარება“, – ამბობს გოგოლაური.

მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადბენ, რომ სამუშოებს უახლოეს დღებში დაასრულბენ. თუმცა კონკრეტულ თარიღს, ვერც დამკვეთ კომპანიაში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ ასახელებენ: „სკოლა დასრულების პირასაა და მშენებელი ფირმა შენობიდან უახლოეს დღეებში გავა. სკოლა კი იმ სტანდარტებით იქნება გარემონტებული, რომ ყველასთვის მისაღები და მოსაწონი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ პირველ სკოლის მშენებელთან „ინტერ პლიუსთან“ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულება შეწყვიტა. ამის შემდეგ შენობის რემონტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან ინჯინიერი“ ასრულებს.

პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან
პირველი სკოლის მშენებელთან კონტრაქტს წყვეტენ
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება