FM97.5 / LIVE

ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.11.2017
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა. მომავალ წელს აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება მცირე სიახლეებით მოუწევთ.

ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი მცირედ განსხვავებული იქნება. ცვლილება ანალოგიების ბლოკს შეეხება - 2018 წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6 დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, როგორც აღინიშნა, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს.

წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს - სიტყვის მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში, აბიტურიენტს მისი მნიშვნელობის განსასაზღვრად კონტექსტი დაეხმარება.

ზოგადად, ცნობილია, რომ ახალი ინფორმაციის გააზრების უნარი ყველაზე უკეთ იჩენს თავს წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა შესრულების პროცესში. შესაბამისად, ეს სიახლე აკადემიური უნარების შეფასების სიზუსტის თვალსაზრისითაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ზოგადი უნარების ტესტის მიზანი იმ უნარების შეფასებაა, რომლებიც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, ცოდნის შესაძენად. სწორედ ამიტომ, წაკითხულის გააზრებაზე აქცენტის გაძლიერება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს იმ უნარის წარმოჩენას, რომლის გამოყენებაც უმაღლეს სასწავლებელში არაერთხელ მოუწევთ მომავალ სტუდენტებს.

ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა რაოდენობაზეც აისახება. ამ ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ლაკონიური და მარტივი დავალებების ხარჯზე. შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი - ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აპლიკანს ეძელვა 1 საათი და 35 წუთი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80.

2018 წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.

[sknews.ge]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რა შეიცვალა ერთიან ეროვნულ გამოცდებში
პედაგოგთა გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა
საფეხური: ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე [Audio]
რა იყო რთული აბიტურიენტებისთვის  ზოგადი უნარების გამოცდაზე
ცვლილებები ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
ზოგადი უნარების გამოცდაზე  34  აბიტურიენტი არ გამოცხადდა