FM97.5 / LIVE

ასპინძის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილია ჩანგრეული

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.11.2017
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, ცენტრალურ გზაზე ასფალტის ნაწილი ჩანგრეულია. დაზიანებული ადგილი საფრთხეს ქმნის როგორც ავტომობილით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის;

ასპინძის ქუჩაზე გზის სავალი  ნაწილია ჩანგრეული
ასპინძის ქუჩაზე, ცენტრალურ გზაზე ასფალტის საფარი რამდენიმე მეტრზეა ჩავარდნილი. ადგილობრივების თქმით, გზა ერთი თვის წინ დაზიანდა და რეაგირებისთვის არა ერთ უწყებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„პატრულსაც ვუთხარით, მერიაშიც დავრეკეთ, მაგრამ მოდიან ათვალიერებენ და მიდიან. ორი მანქანა ამ ადგილზე გვერდს ვერ აუვლის ერთმანეთს. მაინცდამაინც ვინმეს რამე უნდა დაემართოს, რომ გააკეთონ?“ – გვეუბნება ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები ლილი კაკოშვილი.

ადგილობრივების თქმით, ჩანგრეული ასფალტი განსაკუთრებულ საფრთხეს ბავშვებისთვის ქმნის: „ძალიან ბევრი ბავშვი დადის ამ გზით სკოლაში, შეიძლება ვიღაცა დაშავდეს, ამაზე ხომ უნდა იფიქროს ვინმემ?!“

ასპინძის ქუჩაზე გზის სავალი  ნაწილია ჩანგრეული

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის მომხდართან დაკავშირებით არავის მიუმართავს.

რაც შეეხება ამკრძალავ ლენტებს, ასპსინძის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, აქ რამდენიმე დღის წინ მერიის წარმომადგენლები იყვნენ, ტეროტორია შემოღობეს, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.

ახალციხის მერიაში ასპინძის ქუჩზე დაზიანებული ადგილის შესახებ იციან და ამბობენ, რომ მის შესაკეთებლად ხარჯთაღრიცხვა შედგენილია.

„ხვალ დაიწყებენ მუშაობას, ერთ კვირაში კი ასფალტის საფარი აღდგება და გზა გასწორდება“, – ამბობს ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გელვასი გელაძე.

ასპინძის ქუჩაზე გზის სავალი  ნაწილია ჩანგრეული

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2018 'ევროპის სპორტის კვირეულის' ფარგლებში ახალციხეში ღონისძიება გაიმართა

25.09.2018 პატარა პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია

25.09.2018 პატარა პამაჯში საცხოვრებელი სახლი იწვის [photos/Video]

24.09.2018 წინუბნის აბანოები - უფუნქციოდ დარჩენილი ტურისტული პოტენციალი [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

25.09.2018 ‘შორეთობა’ – ქართველების და ბერძნების საერთო დღესასწაული [Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ჩანგრეული ასფალტი ახალციხეში, ძველ ბაზართან [photo]
ვინ უნდა შეაკეთოს რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი
რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი შეაკეთეს
ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მშენებარე გზის გაფართოებას ითხოვენ
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ