FM97.5 / LIVE

ბორჯომელი ქორეოგრაფი 'ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის' წოდებით დაჯილდოვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.11.2017
წაღვერის კულტურის სახთან არსებული ანსამბლ „შევარდენის“ ხელმძღვანელი გიორგი ანთია, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა, „ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის“ წოდებით დააჯილდოვა.

ბორჯომელი ქორეოგრაფი 'ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის' წოდებით  დაჯილდოვდა

ქართული, ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი ანთიას დიპლომი და მედალი გადაეცა. მისი ხელმძღვანელობით კი ანსამბლი „შევარდენი“ წარდგენილ იქნა სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდებაზე.

„ქორეოგრაფიულმა კავშირმა მიგვიწვია საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 3 დღის მანძილზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული კოლექტივებიც. ფესტივალის დახურვის დღეს, ჩვენი ნომრის შესრულების შემდეგ, სრულიად მოულოდნელად გვთხოვეს დავრჩენილიყავით სცენაზე. გადმოგვცეს საპატიო წოდება და საჩუქრები. ფაქტობრივად, ფესტივალის მონაწილეთა შორის ჩვენ მივიღეთ ყველაზე მეტი ჯილდო. ეს უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის, როგორც ქორეოგრაფისთვის და ანსამბლის წევრებისათვის, უფრო მეტი ვიშრომოთ, მივაღწიოთ მეტს და ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი მხარე“,- ამბობს ქორეოგრაფი.

გიორგი ანთია 20 წლისაა, წლების განმავლობაში ქორეოგრაფ თეა გაბელაიას ხელმძღვანელობით, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლის "იმედის" გამორჩეული და წარმატებული მოცეკვავე იყო. დაბა წაღვერის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ „შევარდენს“ კი ერთი წელია ხელმძღვანელობს.

ბორჯომელი ქორეოგრაფი 'ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის' წოდებით  დაჯილდოვდა

ბორჯომელი ქორეოგრაფი 'ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის' წოდებით  დაჯილდოვდა

ბორჯომელი ქორეოგრაფი 'ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის' წოდებით  დაჯილდოვდა

ფოტოები: ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა

[sknews.ge]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

„ახალციხის ციხეზე“ ქართული ცეკვის  ფესტივალი გაიმართა
ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს
ახალციხის ციხემ რესპუბლიკურ ფესტივალს უმასპინძლა
ანსამბლმა „ლომსიამ“ ქორეოგრაფის იუბილე აღნიშნა
ქართული ცეკვის ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში [Photo]
საბერძნეთში ახალციხელი მოცეკვავე დაშავდა
ასპინძამ რაგბის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა