FM97.5 / LIVE

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ

მთავარისიახლე, განათლება 04.11.2017
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ტრენინგები დაიწყო

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ

ტრენინგების მიზანი სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგს ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბანის და მარნეულის მე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 1500-ზე მეტი პედაგოგი გაივლის.

მასწავლებელთა გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიმდინარეობს. მოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მასწავლებელთა საჭიროებაზე დაფუძნებით შემუშავდა და პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ტრენინგებს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს, ხოლო სატრენინგო მასალა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საგანგებოდ ითარგმნა.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი მასშტაბური პროფესიული განვითარების კურსი შეეთავაზება როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მასწავლებლებს, ისე დირექტორებს", – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

2017-2019 წლებში სერტიფიცირებული ტრენერები საქართველოს ყველა არაქართულენოვანი სკოლის მე-7-12 კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 2069 მასწავლებელს და 208 დირექტორს გადაამზადებენ.

მასწავლებლები გადამზადდებიან, როგორც ზოგადპროფესიული უნარების სასწავლო მიმართულებით, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსში. ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, მიმდინარე ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლების იდენტიფიცირებაში, ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებაში და მიზნის მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიების დაუფლებაში. ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეების მამოტივირებული ფაქტორები, დაანახოს მოსწავლეებისთვის წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა, მისცეს შესაძლებლობა გააცნობიერონ თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის საჭიროება სწავლების პროცესში.

"მოდულში წარმოდგენილი მიდგომები და მეთოდები საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ისე წარმართონ სასწავლო პროცესი, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ცოდნის სიღრმისეულად ათვისებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. მოდული ასევე მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას", – – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ტრენინგები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
ზოგადპროფესიულ  უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო
იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება
14 მილიონი დოლარი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებისთვის
ტრენინგ-მოდულების დამწერთა მეორე ნაკადმა გადამზადება დაასრულა
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო