სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 03.11.2017
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველომ (SDSU), იმ მე-12 კლასელებისთვის, ვინც მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და მათემატიკითაა დაინტერესებული, ახალციხეში, სპეციალური სემინარი - STEM ვორქშოფი ჩაატარა.

სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში

სან დიეგოს უნივერსიტეტის სპეციალური სემინარი დღეს, 3 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის ლექტორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და წარმატებულმა სტუდენტებმა აბიტურიენტებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგები გააცნეს. უნივერსიტეტის პროფესორებმა მეთორმეტე კლასელებს გამოცდილება გაუზიარეს და დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრნენ.

შეხვედრა სამ ნაწილად მიმდინარეობდა და ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პირველ ნაწილში მონაწილეებმა ჯგუფებში, გარემოში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე იმუშავეს, ამ პრობლემების გადაჭრის გზები მოძებნეს და ფურცლებზე გადაიტანეს, შემდეგ კი პრეზენტაციები გამართეს.

სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში

მეორე ნაწილში, სან დიეგოს უნივერსიტეტის ვიცე დეკანი და პროფესორი ჰალილ გუვენი, ასევე წარმატებული სტუდენტები, აბიტურიეტებს უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებზე და სხვადასხვა აქტივობებზე ესაუბრნენ.

ბოლო ნაწილში კი აბიტურიენტებს, ისევ ჯგუფებში, სხვასხვა დავალებების შესრულება მოუწიათ.

სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში

შეხვედრის დასარულს, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. იმ სკოლების ხელმძღვანელებს კი, ვისი კურსდამთავრებულებიც ამჟამად სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობენ, მადლობის სერტიფიკატები გადასცეს. სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთიდან 13 სტუდენტი სწავლობს.

ახალციხეში აბიტურეინტებთან შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსა და საერთაშორისო განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

„ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანს აბიტურიენტებისათვის უნივერსიტეტის გაცნობა წარმოადგენდა. იმისათვის, რომ დაინტერსედნენ და სწავლა სწორედ სან დიეგოს უნივერსიტეტში გააგრძელონ“, – განაცხადა საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორმა ნინო ჩინჩალაძემ.
სან დიეგოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს ქვეყნის ყველა რეგიონში ხვდება.

სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში - 35,000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში

სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2018 თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

25.05.2018 ახალციხელმა სპორტსმენმა რუსეთის სახელით მებრძოლი დაამარცხა [Video]

24.05.2018 სამცხე–ჯავახეთს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2018 თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ახალციხეში სპეციალურ სემინარს გამართავს
განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთიდან 5–მა სტუდენტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა
სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს
ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის
უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა