FM97.5 / LIVE

როგორ კომპლქტდება საკრებულო ასპინძაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.11.2017
ასპინძის საკრებულოში, 27 დეპუტატიდან, 22 „ქართული ოცნებიდან“, 5 კი ოპოზიციური პარტიებიდან იქნება. ხუთივე მათგანი საკრებულოში პროპორციული წესით მოხვდა.

როგორ კომპლქტდება საკრებულო ასპინძაში

ასპინძის საკრებულოში მაჟორიტარული წესით 12, პროპორციული წესით კი 15 დეპუტატი შედის.

ასპინძაშიც, ისევე როგორც ახალიციხეში, საკრებულოში ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ შედის. უმცირესობიდან საკანონმდებლო ორგანოში, პროპორციული წესით, სამი პარტიის ხუთი დეპუტატი მოხვდა. ხუთი მანდატიდან, ორი „ევროპულ საქართველოს“, ამდენივე „პატრიოტთა ალისანსსა“ და ერთი „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო. დანარჩენი 10 პროპორციული მანდატი კი ასევე მმართველ გუნდს აქვს.

„ევროპული საქართველოდან“ ასპინძის საკრებულოში, პროპორციული წესით, სიის პირველი და მეორე ნომრები უნდა შესულიყვნენ, თუმცა პირველმა ნომერმა, ასპინძის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ტარიელ ლონდარიძემ, რომელმაც ამომრჩევლის ხმათა 9,46% მიიღო, მანდატზე უარი თქვა. ამიტომ, საკრებულოში სიის მეორე და მესამე ნომრები, მერი გიორგაძე და ფრიდონ ლონდარიძე შევლენ.

ტარიელ ლონდარიძისგან განსხვავებით, მანდატზე უარი არ უთქვამს მერობის კიდევ ერთ კანდიდატსა და სიის პირველ ნომერს, მალხაზ მოსიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მოსიძემ ასპინძის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე ცოტა ხმა, 3.28 % მიიღო.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ საკრებულოში კობა ზედგინიძე და გელა ზედგინიძე შევლენ.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულმა ოცნებიდან“ საკრებულოში სიის პირველი ათეული მოხვდება.

ასპინძის საკრებულოს სრული შემადგენლობა ასეთია:

მაჟორიტარები
დავით ფართლაძე – N1 მაჟორიტარული ოლქი – 56.53%;
ავთო ივანიძე – N2 მაჟოროტარული ოლქი – 44.9% ;
ემინ ბალოიანი – N3 მაჟორიტარული ოლქი – 94.25%;
ზვიად ზარიძე – N4 მაჟორიტარული ოლქი – 96.27% ;
გაგა სახელაშვილი – N5 მაჟორიტარული ოლქი –39.29% ;
ბადრი მაღრაძე – N6 მაჟორიტარული ოლქი – 29.3%;
ბესიკ მაგრაქველიძე – N7 მაჟორიტარული ოლქი – 91.58%;
პაატა ნარიმანიძე – N8 მაჟორიტარული ოლქი – 56.59%;
თამაზ შავაძე – N9 მაჟორიტარული ოლქი – 65.91%;
ზურაბ მელიქიძე – N10 მაჟორიტარული ოლქი – 59.27%;
გია ჯვარიძე – N11 მაჟორიტარული ოლქი – 49.38%;
გოჩა ყრუაშვილი – N12 მაჟორიტარული ოლქი –68.95%.

პროპორციული წესით:

მერი გიორგაძე – ევროპული საქართველო;
ფრიდონ ლონდარიძე – ევროპული საქართველო;

მალხაზ მოსიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

კობა ზედგინიძე– პატრიოტთა ალიანსი;
გელა ზედგინიძე– პატრიოტთა ალიანსი;

მამუკა მელიქიძე – ქართული ოცნება;
ბესიკ ბერიძე – ქართული ოცნება;
ანა ტივაძე – ქართული ოცნება;
ნუგზარ ლონდარიძე – ქართული ოცნება;
სოფიო ბერიძე – ქართული ოცნება;
კახაბერ ტივაძე – ქართული ოცნება;
დარეჯან ზღუდაძე – ქართული ოცნება;
გია ჭელიშვილი – ქართული ოცნება;
მალხაზ გიორგაძე – ქართული ოცნება;
რობერტ ნახაპეტიან – ქართული ოცნება.

ასპინძაში, 27 დეპუტატიდან, მოლოდ ოთხი ქალი იქნება, სამი „ქართული ოცნებიდან“, ხოლო ერთი „ევროპული საქართველოდან“ .

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2018 პატარა პამაჯში საცხოვრებელი სახლი იწვის [photos/Video]

24.09.2018 წინუბნის აბანოები - უფუნქციოდ დარჩენილი ტურისტული პოტენციალი [Photo/Video]

24.09.2018 ახალციხელი სპორტსმენის მორიგი გამარჯვება კიევში

24.09.2018 ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცემათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

25.09.2018 ‘შორეთობა’ – ქართველების და ბერძნების საერთო დღესასწაული [Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულოში ყველა მაჟორიტარი "ოცნებიდან" იქნება
ბორჯომის საკრებულოში 13–დან  ექვსი  ოპოზიციონერი  მაჟორიტარი იქნება
ახალქალაქის საკრებულოში  ‘ოცნებიდან’ 31, ოპოზიციიდან კი 7 დეპუტატი იქნება
ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [სია]
ვინ იქნებიან ადიგენის საკრებულოს წევრები
2 ოპოზიცია, 24 „ოცნება“ – საკრებულოს შემადგენლობა ნინოწმინდაში
ახალქალაქის საკრებულოში 23–დან მხოლოდ  ერთი ოპოზიციონერი მაჟორიტარი იქნება