სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვინ იქნებიან ადიგენის საკრებულოს წევრები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.11.2017
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 30 დეპუტატიდან, 23 უმრავლესობიდან იქნება და მხოლოდ 7 ოპოზიციიდან.

ვინ იქნებიან ადიგენის საკრებულოს წევრები

30 დეპუტატიდან, 15 მაჟორიტარული წესით შევა და ამდენივე პროპორციულით. მაჟორიტარებშიც და პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებშიც, უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს.

15 მაჟორიტარიდან, 13 „ქართული ოცნების“ წევრია; პროპორციული სიით შესასვლელი 15 ადგილიდან კი, მმართველ გუნდს, ათი მანდატი ერგო და შესაბამისად, ათი დეპუტატი ჰყავს.

დანარჩენ შვიდ ადგილს „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ იყოფენ. ამათგან, „ევროპულ საქართველოს“ ხუთი, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი თითო–თითო დეპუტატი ეყოლებათ.

შვიდი ოპოზიციონერიდან, სამი მერობის ყოფილი კანდიდატია: გელა სარაშვილი – „ევროპული საქართველოდან“, რატი ტატალაშვილი – „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მინდია ჯელია – „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამ არჩევნებში, გელა სარაშვილმა ამომრჩეველთა ხმების – 16.18%, რატი ტატალაშვილმა – 6.65% და მინდია ჯელიამ – 11.67% მიიღო. სამივე მათგანი საკრებულოში პრპპორციული წესით შედის.

საბოლოოდ, ადიგენის საკრებულო ასე კომპლექტდება:

მაჟორიტარები:

დავით აბულაძე – [#1 ადიგენის ოლქი – - 64,34%. ქართული ოცნება];
ტარიელ ენდელაძე - [#2 აბასთუმნის ოლქი – 0,42%. ქართული ოცნება];
ლაზარე ჩილინგარაშვილი - [#3 არლის ოლქი – 62,96%. ქართული ოცნება];
ზაზა მღებრიშვილი - [#4 ბენარის ოლქი – 72,07%. ქართული ოცნება];
მევლუდ ბახტურიძე - [#5 ბოლაჯურის ოლქი – 57,34%. ქართული ოცნება];
ვაჟა მერაბიშვილი - [#6 გორგულის ოლქი – 43,09%. ქართული ოცნება];

ტარიელ მსხვილიძე - [N7 ოლქი –48.46%. ევროპული საქართველო].
ზურაბ შაინიძე– [N8 ოლქი –54.81% ევროპული საქართველო].

ნუკრი ხვედელიძე – [#9 ლელოვნის ოლქი – 49,21%. ქართული ოცნება];
რამაზ გოგრიჭიანი – [#10 მლაშის ოლქი – 45,39%. ქართული ოცნება];
ნოდარ გობაძე – [#11 მოხის ოლქი – 69,18%. ქართული ოცნება];
ნუგზარ ბოჩიკაშვილი – [#12 უდის ოლქი – 65,2%. ქართული ოცნება];
იაგორ ასანიძე – [#13 ფხეროს ოლქი – 73%. ქართული ოცნება];
ამირან ჭიტაძე – [#14 ჩორჩნის ოლქი – 55,11%. ქართული ოცნება];
თეიმურაზ მიქელაძე – –#15 ჭეჭლის ოლქი – 45,91%. ქართული ოცნება];

პროპორციული წესით:

გელა სარაშვილი – ევროპული საქართველო;
თენგიზ ქომოშვილი – ევროპული საქართველო;
სიმონ პარუნაშვილი – ევროპული საქართველო;
რატი ტატალაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
მინდია ჯელია – პატრიოტთა ალიანსი.
იმედა მღებრიშვილი – ქართული ოცნება;
შალვა გავაშელი – ქართული ოცნება;
მანანა რეხვიაშვილი – ქართული ოცნება;
თამაზ ძაძამია – ქართული ოცნება;
ამირან მინაძე – ქართული ოცნება;
ინა კაპანაძე – ქართული ოცნება;
ნინო ჩოგოვაძე – ქართული ოცნება;
ნოდარი გაგნიძე – ქართული ოცნება;
ალექსი ენდელაძე, – ქართული ოცნება;
თეიმურაზი შავაძე, – ქართული ოცნება.

ისევე როგორც რეგიონის სხვა საკრებულოებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში არც ადიგენის საკრებულოში იქნება გენდერული ბალანსი დაცული. აქ 30 დეპუტატიდან, მხოლოდ სამი ქალი იქნება. სამივე მათგანი პროპორციული სიით „ქართული ოცნებიდან“ შევა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთში ფეხბურთის ჩემპიონატი 'მოყვარულთა თასი' იწყება

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ

20.06.2018 პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს

19.06.2018 შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

როგორ კომპლქტდება საკრებულო ასპინძაში
ბორჯომის საკრებულოში 13–დან  ექვსი  ოპოზიციონერი  მაჟორიტარი იქნება
2 ოპოზიცია, 24 „ოცნება“ – საკრებულოს შემადგენლობა ნინოწმინდაში
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
ახალქალაქის საკრებულოში  ‘ოცნებიდან’ 31, ოპოზიციიდან კი 7 დეპუტატი იქნება
ადიგენში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 60 კანდიდატი იბრძვის
ნინოწმინდაში მაჟორიტარები მხოლოდ ორმა პარტიამ წარადგინა