სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

წყორძის ტაძრის ირგვლივ ტერიტორია ისევ არ მოუწყვიათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.11.2017
ახალციხეში, სოფელ წყორძაში, ტაძრის ეზო, რომელიც ჯერ მოაასფალტეს, შემდეგ კი ასფალტის საფარი აყარეს, ამ დრომდე არ მოუწყვიათ.

წყორძის ტაძრის ირგვლივ ტერიტორია ისევ არ მოუწყვიათ
ასე გამოიყურება ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, მას შემდეგ, რაც გამგეობამ და მშენებლმა ასფალტის სახმის გამო გაფრთხილება მიიღეს და მშენებელმა დაგებული ასფალტი აყარა. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე.


იმ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც შეცდომით მოასფალტებული ეზოს მოწყობა დაევალა, ამბობს, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშია და დამუშავების პროცესშია: „როგორც კი პროექტს მივიღებ, სამუშაოებს დავიწყებ“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ პროექტის დამუშავებას თავისი პროცედურები აქვს, რასაც დრო სჭირდება.

„დაპროექტებისა და შემდეგ მის დამტკიცებასთან დაკავშირებული პროცედურები ვერ გავითვალისწინეთ და ვთქვით, რომ უმოკლეს ვადაში, ერთ კვირაში უნდა მომხადრიყო ეზოს მოწყობა. თუმცა პროექტი ჩვენთან ჯერ კიდევ მუშავდება“, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ კვირის ბოლომდე ბროექტი დამტკიცდება და შპს „ასტორია“ კეთილმოწყობის სამუშაოებს, ყველაზე გვიან, ორ კვირაში დაიწყებს.

წყორძის ტაძრის ირგვლივ ტერიტორია ისევ არ მოუწყვიათ
ასეთი იყო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ასფალტის საფარის აღებამდე. ახალციცის გამჰგებელი ზაზა მელიქიძე ათვალიერებს წყორძაში შესრულებულ სამუშაოებს. ფოტო: © ახალციხის გამგეობა.


შპს „ასტორიამ“, წყორძაში, XIII საუკუნის ტაძრის გარშემო ასფალტი, მიმდინარე წლის ივლისში, გზის მოაასფალტებისას დააგო. სამუშაოები არც პროექტით იყო გათვალისწინებული და ტექნიკის მუშაობა ტაძრის ისედაც დაზიანებულ კედლებთან, არ შეიძლებოდა, ამიტომ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კომპანიის ხელმძღვანელობას მოსთხოვა, ტაძრის ირგვლივ ასფალტი აეყარა და სპეციალური მასალით მოეპირკეთებინა; ასევე, მოეწყო ჯებირები მოეწყო და გზის სავალ ნაწილზე დაეყენებინა სათანადო გამაფრთხილებელი ნიშნები. მაშინ საუბარი ამ სამუშაოების შესრულების უმოკლეს ვადაზე იყო, ივლისიდან დღემდე სამი თვე გავიდა, თუმცა წყორძაში სამუშაოები ჯერ არ განახლებულა. ახლა მხოლოდ ტაძრის ირგვლივ აყრილი ასფალტია, რომელიც მშენებელმა კომპანიამ, დაგებიდან ერთ კვირაშივე აშალა.

წყორძის ტაძრის ირგვლივ ტერიტორია ისევ არ მოუწყვიათ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებული ასფალტი აიღეს
გაფრთხილება გამგეობებს და დავალება მშენებელს – მოაწყოს  წყორძის ტაძრის ეზო
სოფელ წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებულ ასფალტს აიღებენ
გამგებელი: წყორძის ტაძრის ეზოს მოასფალტება პროექტით გათვალისწინებული არ იყო
ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
აღმოჩენა აწყურში