სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

გარემოს სააგენტო არ ადასტურებს ინფორმაციას ზამთრის ანომალურობის შესახებ

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.11.2017
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს.

გარემოს სააგენტო არ ადასტურებს ინფორმაციას  ზამთრის ანომალურობის შესახებ

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე: "ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება, როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები. ევროპის და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე".

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად: "სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია".

მიმდინარე წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი.

სააგენტოს განცხადებით< საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (nea.gov.ge) და გავრცელდება მასმედიის საშუალებებით.

[sknews.ge]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთში ფეხბურთის ჩემპიონატი 'მოყვარულთა თასი' იწყება

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ

20.06.2018 პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს

19.06.2018 შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

როგორი იქნება  ზამთარი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში –უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
15–17 მარტის ამინდის პროგნოზი
8–11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამინდის პროგნოზი 27 დეკემბრიდან -1 იანვრამდე
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს