FM97.5 / LIVE

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ახალციხეში სპეციალურ სემინარს გამართავს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 31.10.2017
3 ნოემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო (SDSU), მე-12 კლასელებისათვის, ვინც დაინტერესებულია STEM დარგებით (მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და მათემატიკით) და მათი მშობლებისათვის, ახალციხეში, სპეციალურ სემინარს - STEM ვორქშოფს ატარებს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ახალციხეში სპეციალურ სემინარს გამართავს

სემინარის მიზანია სტუდენტებისათვის STEM დარგების გაცნობა და მათი უნივერსიტეტში წარმატებული სწავლისათვის მომზადება.

სემინარზე იქნება პრეზენტაციები, გაიმართება დისკუსიები და პრაქტიკული სავარჯიშოები მეცნიერების, ინჟინერიის, ბიოტექნოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და STEM მეწარმეობის, ასევე, ამერიკული უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ.

მონაწილეები ჩაერთვებიან გუნდურ პროექტებში, ექნებათ შესაძლებლობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრისა და გაცნობის.

პროფესორები გაუზიარებენ მათ საკუთარი კარიერული წინსვლის გამოცდილებას და ისაუბრებენ 21-ე საუკუნეში STEM დარგების მნიშვნელობასა და დასაქმების პერსპექტივებზე.

სემინარის დროს ლექციებს წაიკითხავენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ინგლისურ ენაზე. მონაწილეები ჩაერთვებიან გუნდურ პროექტებში, გაიცნობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატი.

სემინარი გაგრძელდება 11:30 დან 17 საათამდე. სემინარის მონაწილეებს გაუმასპინძლდებიან სადილით.
მის: : ახალციხე, მანველიშვილის ქ. 19, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო და საერთაშორისო განათლების ცენტრი.

****

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში - 35,000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

ამჟამად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამცხე-ჯავახეთის სკოლების 13 კურსდამთავრებული წარმატებით სწავლობს.

[sknews.ge]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში
განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთიდან 5–მა სტუდენტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა
სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან
დღეს Google Hash Code-ის პროგრამირების მსოფლიო კონკურსი გაიმართება
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
ახალციხის უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს