სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.10.2017
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი მესხეთის თეატრის წარმოდგენით დაიხურა. დასკვნით ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრო.

მესხეთის თეატრში დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ბოლო წარმოდგენამ „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ სრული ანშლაგით ჩაიარა. 19 დღის შემდეგ, ფესტივალის ბოლო დღე მესხეთის თეატრს დაეთმო და მაყურებელმა კახა გოგიძის მიერ დადგმული სპექტაკლი ნახა.

ფესტივალის დახურვას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ქალაქის პირველი პირები და სამცხე ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ უკვე მეოთხე ეროვნულ ფესტივალს ვაჯამებთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც მძლავრ საფესტივალო ტრადიციად იქცა ეს ღონისძიება. დარწმუინებული ვარ, რომ წლიდან წლამდე ის თავის ავტორიტეტს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო განიმტკიცებს“,– განაცხადა მიხეილ გიორგაძემ წარმოდგენის დასრულების შემდეგ მესხეთის თეატრის სცენიდან.

ფესტივალთან ერთად, მინისტრმა ყურადღება თეატრების დაფინანსების საკითხზეც გაამახვილა: „აუცილებლად გადავხედავ თეატრების დაფინანსების სისტემას, თეატრების დაფინანსების სქემას, რომელიც აქამდე ძალაში იყო. ამაზე მსჯელობას დავიწყებთ, უბრალოდ ახლა ველოდებოდით ევროკავშირის კვლევას, რომელიც ჩვენ დავუკვეთეთ შესაბამის ექსპერტებს. პასუხი ერთ–ორ კვირაში უკვე მზად იქნება და საფუძვლიანი მსჯელობის დაწყება შესაძლებელი გახდება“.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ სტუმრებთან ერთად სცენა დაეთმო მესხეთის თეატრის ვეტერან მსახიობებსაც. მათ იმ პიესებიდან, რომლებშიც თამაშობდნენ ნაწყვეტები წაიკითხეს. ასევე, ღონისძიების დასრულებამდე მაყურებელს მესხეთის თეატრის ისტორია გაახსენეს.

ფესტივალი ფოიერვერკით დაიხურა.

მესხეთის თეატრში დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

მესხეთის თეატრში დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

მესხეთის თეატრში დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

მესხეთის თეატრში დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


22.01.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სერვერის დაწვის გამო სტუდენტები გამოცდებს ხელახლა აბარებენ

22.01.2018 ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება

19.01.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა

18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2018 სოციალური ქსელების გავლენა – დისკუსია სტუდენტებთან

22.01.2018 ბორჯომელი ლევან გედიანიძე შშმ შვილის დღის ცენტრში მიღებას ითხოვს

22.01.2018 ანსამბლი „მესხეთი“ გარემონტებულ პირველ სკოლაში დაბრუნდა

21.01.2018 21 იანვარს "თოვლის მსოფლიო დღე" აღინიშნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

დღეს მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა
მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის მესამე ფესტივალს იწყებს
ახალციხეს კულტურის მინისტრი ესტუმრება
რა სპექტაკლებით გრძელდება დრამატურგიის ფესტივალი
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება